პლატონი წერდა…

“მხოლოდ ერთ რამეს ძალუძს,ბოროტებას დაუდოს ზღვარი და ხალხს მოუტანოს ხსნა; ესაა ღვთაებრივი მადლით ფილოსოფოსის სიბრძნესთან შერწყმული მეფის ძალაუფლება,რომელიც ბოროტების მძლეველსა და დამთრგუნველ უზენაეს სიკეთეს დაამკვიდრებს. – ნეტარია ჭეშმარიტი ბრძენიც და ნეტარნი არიან ბრძენის ბაგეთაგან მომდინარე სიტყვების მსმენელნიც.ასეთ შემთხვევაში სწრაფად ქრება ხალხის მიმართ იძულებისა და მუქარის საჭიროება.როცა ხალხი თავისი გამგებლის ნათელი მაგალითისა და სანიმუშო ცხოვრების იერის წყალობით უზენაეს სიკეთეს ხედავს,ხალისით მიმართავს კეთილგონიერებას,მეგობრობისა და თანხმობის ვითარებაში გარდაქმნის საკუთარ თავს სამართლიანობითა და ზომიერებით გამსჭვალული მშვიდი და ნეტარი ცხოვრებისათვის.სწორედ ესაა ყოველი სახელმწიფო წყობის უმშვენიერესი მიზანი და ყველაზე ნამდვილი მეფეც სწორედ ისაა,ვისაც ძალუძს ქვეშევრდომებს ცხოვრების ასეთი წესი და ნირი შეაგონოს”. (ავტორი გენია.ჯი)