მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი რივერა
მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი რივერა (1907-1954 წლები) – წარმოადგენდა არაორდინალური თვისებებით გამორჩეულ დიდ მექსიკელ მხატვარ ქალს,რომელმაც ძალიან დიდი წვლილი დაიდო მექსიკის თვითმყოფადი კულტურის სიმბოლიზმის,სურეალიზმისა და რეალიზმის კომბინიზირებული სტილით ასახვით.განსაკუთრებით კი,სახელი გაითქვა საკუთარი ავტოპორტრეტების შექმნით.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის მიერ შექმნილ არც ერთ ავტოპორტრეტში მის სახეზე ელემენტარული ღიმილიც კი არ არის ასახული და ყოველთვის სერიოზული (შესაძლოა ვთქვათ მოწყენილი) სახით არის წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდა კალო ქვეყნიერებას მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მდებარე კიოაკანის იმ წნარსა და ბოჰემურ რაიონში მოევლინა,რომელსაც ტურისტებს ისე აცნობენ,როგორც – “ქალაქს ქალაქში”.ფრიდას მამა – გილერმო კალო,ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელი ფოტოგრაფი და მხატვარი იყო.ხოლო დედა – მატილდა კალდერონი,ინდიელი წარმომავლობის მქონე მექსიკელი ქალბატონი გახლდათ.გოგონა ოჯახის მესამე შვილი იყო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფრიდა კალოს ექვსი წლის ასაკში ექიმებმა პოლიო დაუდგინეს (საბავშვო ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიჩი),რამაც მის ფიზიოლოგიას უდიდესი კვალი დაატყო – დაკოჭლდა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა,ვიდრე მარჯვენა).აღნიშნულ ფიზიკურ ნაკლს,ფრიდა მთელი ცხოვრება გრძელი კაბების მეშვეობით ფარავდა.კიდევ უფრო აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფრიდა კალო,ამ საშინელმა მოვლენამ სულიერად კი არ გატეხა,არამედ ერთობ გააძლიერა და მიზანსწრაფული გახადა.მისი უმთავრესი მიზანი სიცოცხლისადმი სწრფავა იყო,რასაც საკუთარი ცხოვრების წესით ყოველდღიურად ამტკიცებდა.თავისი თანატოლები დაცინვით – “ფრიდა – ხის ფეხს” ეძახდნენ.მიუხედავად უდიდესი სულიერი და ფიზიკური ტკივილისა,ფრიდა აქტიურად იყო დაკავებული ცურვით,ხატვით,ფეხბურთით და თქვენ წარმოიდგინეთ – კრივითაც კი.თხუთმეტი წლის ასაკში ჩააბარა – “პრეპარატორიაში’” (ეროვნული მოსამზადებელი სკოლა),რომელიც იმ პერიოდის მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სკოლას წარმოადგენდა.მისი უმთავრესი მიზანი – მედიცინის მეცნიერების შესწავლა გახლდათ.აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნულ სასწავლებელში 2000 მოსწავლიდან მხოლოდ 35 იყო გოგონა,დანარჩენი ვაჟები იყვნენ.ფრიდამ,სკოლაში იმთავითვე დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.მანვე,სხვა რვა მოსწავლეთან ერთად ჩამოაყალიბა ეგრეთწოდებული დახურული ჯგუფი – “კაჩუასი”.ცნობილია ისიც,რომ ფრიდა კალოს,თავისი არაორდინალური თვისებების-და გამოისობით ეპატაჟურ ტიპად მოიხსენიებდნენ.მისი პირველი შეხვედრა,მომავალ მეუღლესთან,საყოველთაოდ ცნობილ მექსიკელ მხატვართან – დიეგო რივერასთან (1886-1957 წლები) სწორედ “პრეპატორიაში” მოხდა,სადაც იგი 1921-1923 წლებში მუშაობდა. 1925 წლის 17 სექტემბერს,ფრიდას ცხოვრებაში კიდევ ერთი უბედური და შეიძლება ითქვას გარდამტეხი მოვლენა დაფიქსირდა.ავტობუსი,რომელშიც კლასელთან ერთად იჯდა,ტრამვაის შეეჯახა.ფრიდამ,ავარიის შედეგად უმძიმესი ტრამვები მიიღო,მათ შორის ხერხემლის,ლავიწის,ნეკნების,მენჯისა და ფეხების ძვლების (მათ შორის 11 ადგილას გადაუტყდა ადრე დაზიანებული ფეხი).გარდა ამისა,დაუზიანდა კუჭი და საშვილოსნო (შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა,რამაც სერიოზულად დაუზიანა რეპროდუქციული ფუნქციები).საშინელმა ავარიამ,ახალგაზრდა გოგონა ერთი წლის მანძილზე საწოლს მიაჯაჭვა.ამ ხნის მანძილზე ფრიდა კალომ რამდენიმე ათეული,კერძოდ 32 ოპერაცია გადაიტანა.მიუხედავად ფეხზე დადგომისა,მისი ჯანმრთელობა მაინც მთელი ცხოვრება არასტაბილური დარჩა.სწორედ,აღნიშნული ავარიის შემდეგ,სთხოვა პირველად მამას საწოლში მყოფმა ფრიდამ სახატავი ფურცლები და ფუნჯი.მისი საწოლის ზემოთ განათავსეს დიდი სარკე,რათა მას საკუთარი ავტოპორტრეტი ასეთი საშუალებით შეექმნა.შესაბამისად,მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი ავტოპორტრეტი გახდა: “მე ვხატავ საკუთარ თავს,რადგან ყველაზე მეტ დროს მარტოობაში ვატარებ და კიდევ იმიტომ,რომ ეს არის თემა,რომელიც ყველაზე კარგად ვიცი”.
ფრიდა კალო ავარიის შემდეგ სამედიცინო კარიერას საბოლოოდ ანებებს თავს და სრულად გადაერთო სახვით ხელოვნებაში. 1928 წელს გაწევრიანდა მექსიკის კომუნისტურ პარტიაში.ამავე პერიოდში,მისმა ნამუშევრებმა და თავად ქალმა – დიეგო რივერას ყურადღება მიიპყრო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მათი ახლო ურთერთობა ასევე განპირობებული გახლდათ კომუნისტური იდეებითაც. 1929 წელს, 22 წლის ფრიდა კალო 43 წლის დიეგო რივერაზე დაქორწინდა.მათი ქორწინება და მშფოთვარე თანაცხოვრება,მალევე იქცა ლეგენდების საგნად.აღნიშნული საკითხის შესახებ,მოგვიანებით ფრიდა წერდა: “ჩემს ცხოვრებაში იყო ორი ავარია: ერთი,როდესაც ავტობუსი დაეჯახა ტრამვაის და მეორე – დიეგო”. 1930-იან წლებში,ფრიდა რამდენიმე ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.აღნიშნული ეპიზოდი ყველაზე ხანგრძლივი იძულებითი ცხოვრების პერიოდი იყო მისი სამშობლოდან განშორებისა.ამავე დროიდან დაიწყო მის შემომქდებაში მექსიკურმა ხალხურმა კულტურამ განვრცობა.იგი საკუთარ თავს ხშირად გამოსახავდა ეროვნული ტანისამოსით. 1939 წელს,ფრიდა კალო პარიზში მოწყობილ გამოფენაზე იმყოფებოდა,რა დროსაც მისმა შემოქმედებამ უდიდესი სენსაცია გამოიწვია და მისი ერთ-ერთი სურათი ლუვრის მუზეუმმაც კი შეიძინა. 1937 წელს,დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სახლს თავს აფარებდა,საბჭოთა კავშირიდან დევნილი საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკოსი – ლევ ტროცკი.როგორც ამბობენ,სწორედ ამ პერიოდიდან დაუახლოვდა იგი ლევ ტროცკის და მისი საყვარელი ქალიც გახდა (მათი რომანის დასრულებას კი მექსიკელი ქალის მოჭარბებულ ტემპერამენტს მიაწერენ). 1940-იან წლებში ფრიდა კალომ რამდენიმე სერიოზულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.ამავე დროს დაეწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.წამლებმა და იმ ნარკოტიკებმა,რომელთაც ფიზიკური ტკივილისაგან ტავდასახსნელად იყენებდა,ხელი შეუწყო მისი სულიერი მდგომარეობების გაუარესებას,რაც ასახული აქვს კიდეც თავის დღიურში (აღნიშნული დღიური მალევე იქცა ფრიდა კალოს შემოქმედების თაყვანისმცემელთა კულტობრივ საგნად). 1953 წელს,მეხიკოში მდებარე სახვითი ხელოვნების სასახლეში პირველად შედგა ფრიდა კალოს პერსონალური გამოფენა.ამ დროისათვის,მას ფეხზე წამოდგომა აღარ შეეძლო და საწოლს იყო მიჯაჭვული.ამავე პერიოდში განუვითარდა მარჯვენა ფეხზე განგრენა,რის გამოც ექიმები იძულებული შეიქნენ ფეხის ამპუტაცია მოეხდინათ. 1954 წლის 13 ივლისს,47 წლის ასაკში დიდი მექსიკელი მხატვარი ქალი – ფრიდა კალო,პნევმონიის შედეგად მეხიკოში გარდაიცვალა.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კი დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “ვფიქრობ,ჩემი წასვლა ბედნიერი იქნება და აღარასოდეს დავბრუნდები”.არსებობს ფრიდას მეგობრების ვერსიაც,რომლის თანახმადაც,იგი ნარკოტიკების ზედმეტი დოზირების შედეგად გარდაიცვალა,თუმცა მის ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია და ეს ფაქტი დაუდასტურებელია.ფრიდა კალო,დასვენებულ იქნა მეხიკოს სახვითი ხელოვნების სასახლეში.მის ხსოვნას დიეგო რივერასთან და სხვა უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად,პატივი მიაგო მექსიკის პრეზიდენტმა – ლასარო კარდენასმა. 1955 წელს,ფრიდა კალოს “ცისფერი სახლი”,მისივე სახელობის მუზეუმად აქციეს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მექსიკელ მხატვარ ქალად მიიჩნევენ სამშობლოში. 2006 წელს, Sotheby’s აუქციონის ექსპერტებმა,ფრიდას ცნობილი ტილო – “ფესვები” 7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს.გარდა ამისა,მისი რამდენიმე ტილო დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზუმებში. (ავტორი გენი.ჯი)
ფრიდა კალო და დიეგო რივერა
ფრიდა კალოს – “ცისფერი სახლი”,სადაც დღეს,მისივე სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი
ფრიდა კალოს შემოქმედება