“ალტო-ვისტას სამლოცველო”
“ალტო-ვისტას სამლოცველო” - ინგლისურ ენაზე ”Alto-Vista Chapel”,წარმოადგენს მცირე ზომის მქონე კათოლიკურ სამლოცველოს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ არუბაზე (ნიდერლანდების სამეფოს ავტონომია),რომელიც ქალაქ ნოორდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.იგი გახლავთ პირველი კათოლიკური ეკლესია (საერთოდ ქრისტიანული ტაძარი),რომელიც აგებულ იქნა კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე 1750 წელს,ესპანელი მისიონერის დომინგო ანტონიო სილვესტრის ინიციატივით. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სილვესტრმა აღნიშნული სამლოცველო დიდ წილად ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობისთვის ააგო ამავე სახელწოდების სოფელ ალტო-ვისტაში,რომელიც თარგმანით,სიტყვა-სიტყვით “ფრინველის ფრენის სიმაღლეს” აღნიშნავს.სილვსტრმა სხვა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებთან ერთად,ადგილობრივებს შეასწავლა კრიალოსანის გამოყენების წესები ლოცვისას. (ავტორი გენია.ჯი) 1750 წელს დაიბადა იდეა,რომ არუბაზე აეგოთ ქვის კედლებისაგან და ჩალის სახურავით დამშვენებული ეკლესია.სილვესტრის გარდაცვალების შემდგომ,ეკლესიაზე ზრუნვა,საკუთარ თავზე მიგელ ენრიკე ალბარესმა აიღო,ხოლო მოგვიანებით კი თავად სილვესტრის ვაჟმა – დომინგო ანტონიო სილვესტრმა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ამ რეგიონში “ჭირის ეპიდემიის” გავრცელება,რის გამოც მრავალმა ადგილობრივმა დატოვა სოფელი და ნოორდს შეაფარა თავი,სადაც აგებულ იქნა წმინდა ანას სახელობის ეკლესია,რომელიც მნახველსა და მორწმუნეებს თავისი უნიკალური ხის საკურთხეველით აოცებდა.1816 წელს დაცარიელებული და გაუკაცრიელებული ალტო-ვისტაში მდებარე ეკლესია დაიხურა,რა დროსაც იგი ნაწილ-ნაწილ იქნა მოსახლეობის მიერ დაშლილი.უძველესი ესპანური ჯვარი კი შენახულ იქნა გაბრიელ რუისის მიერ და იგი შემდგომ შესანახად,ხელიდან – ხელში გადადიოდა.ფრანცისკე ენრიკესი,რომელიც ინახავდა აღნიშნულ ჯვარს,დაიწყო შესაწირის შეგროვება,რათა აღედგინა ისტორიული დანიშნულების მქონე ეკლესია,თუმცა კიურასაოს ეპისკოპოზისაგან უარი იმ მოტივით მიიღო,რომ არ არსებობდა საჭიროება კუნძულზე მეორე ეკლესიის აგებისა.მიუხედავად ამისა მან მაინც განაგრძო თანხის შეგროვება და 5000 ფლორინის მოგროვება მოახერხა.ამავე პერიოდში (1950 წელს) იგი გაემგზავრა ნიდერლანდებში,სადაც მისივე ზედამხედველობის ქვეშ დამზადდა წმინდა მარიამის ქანდაკება,რომელიც ერთი წლის შემდეგ მანვე კუნძულ არუბაზე ჩააბრძანა და დაბრძანებულ იქნა ქალაქ ნოორდში მდებარე წმინდა ანას სახელობის ტაძარში.1952 წელს ფრანცისკმა მიიღო საბოლოოდ კურთხევა “ალტო-ვისტას სამლოცველოს” აგებისა და ამავე წლის მაისში სამუშაოები დამთავრდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) 1954 წელს,ფრანციკის მიერ არუბაზე ჩაბრძანებული “წმინდა მარიამის” ქანდაკება დამშვენებულ იქნა ოქროს გვირგვინით და 78 ძვირფასი ქვით,რომელიც ტავად არუბას ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ იქნა შესყიდული და შეწირული.1997 წელს,სამწუხაროდ,აღნიშნული ქანდაკება განადგურებულ იქნა.კუნძულ არუბასა და კარიბის ზღვის პირველი ქრისტიანული ეკლესია “ალტო ვისტა” კი დღემდე ფუნქციონირებს და იგი ამ რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.შესაბამისად,მას უამრავი მორწმუნე და ტურისტი სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)