ლიკურგეს გენიალური გადაწყვეტილება…
ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებელი - ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები),რომლის მიერ მიღებულმა უმთავრესმა კანონებმა მოქალექეთა ზნე-ჩვეულებებში ღრმად გაიდგა ფესვები,პლატონის სიტყვებით რომ ვთქვათ,როგორც ღმერთს გაუხარდა სამყაროს შექმნის შემდეგ ამ სამყაროს ხილვა და მისი პირველი ამოძრავება,ისევე აღფრთოვანდა და კმაყოფილი დარჩა,როდესაც მის მიერ დამკვიდრებული კანონების მოქმედება და მათი სიდიადე იხილა სპარტაში.სწორედ ამიტომ მოიწადინა,თავისი კანონებისათვის იმდენად მიენიჭებინა მარადისობა და სიმტკიცე,რამდენადაც ეს ადამიანურ სიბრძნეს ძალუძდა.ამ მიზნით მან მოიწვია სახალხო კრება და როდესაც ყველამ თავი მოიყარა,მათ ასეთი სიტყვებით მიმართა:
“ჩვენი ქალაქის ბედნიერებისა და სიდიადისათვის თითქმის ყველაფერი შესაფერისად და საკმარისად არის დადგენილი.მაგრამ გასაკეთებელი დარჩა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უდიდესი რამ,რაზეც ვერაფერს გეტყვით მანამდე,სანამ დელფოში არ წავალ და ღმერთს არ დავეკითხები.დელფოდან ჩემს დაბრუნებამდე დაწესებული კანონები ერთგულად დაიცავით: ნუ შეცვლით და ნუ შერყვნით ამ კანონებს! როგორც კი დავბრუნდები,გავაკეთებ იმას,რასაც ღმერთი მიკარნახებს!”
ლიკურგეს აღნიშნულ წინადადებას ყველა დაეთანხმა და თან ურჩიეს,რომ რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო დელფოში.მან უხუცესთა საბჭოს წევრებს და ყველა სპარტელ მოქალაქეს ფიცი ჩამოართვა,რომ მის დაბრუნებამდე არსებული სახელმწიფო წყობის ერთგული იქნებოდნენ და მხოლოდ და მხოლოდ დადგენილი კანონებით ისარგებლებდნენ.ყოველივე ამის შემდეგ კი,დელფოში გაემგზავრა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ხანდაზმულ ასაკში მყოფი ლიკურგე სპარტაში დაბრუნებას აღარ აპირებდა და შესაბამისად სპარტელთა მიერ დადებულ ფიცს,გაჰყოლოდნენ ქვეყანაში დამკვიდრებულ წეს-წყობილებასა და კანონებს,დარღვევის საფრთხე არ ემუქრებოდა.იგი გამოემშვიდობა საკუთარ ვაჟიშვილსა და მეგობრებს,რაც იმის მაუწყებელი იყო,რომ არ ათავისუფლებდა სპარტელებს დადებული ფიცისაგან გაეთავისუფლებინა.ლიკურგე ფიქრობდა: სახელმწიფო მოღვაწის სიკვდილიც არ უნდა იყოს უსარგებლო თანამოქალაქეებისათვის; ასეთი კაცის სიცოცხლის დასასრულიც მიზანს უნდა შეცავდეს,თვისი სიკვდილითაც კეთილი საქმე დანერგოს.მისივე მოსაზრებით,სიკვდილი ხომ ესოდენ ბრწყინვალე საქმეთა შესრულების შემდეგ,მისი სიცოცხლის ბედნიერი დაგვირგვინება იყო და ამავე დროს იმ კეთილდღეობის განმტკიცების საწინდარი,რაც მან სიცოცხლეში შეუქმნა სპარტის მოქალაქეებს,რომლებმაც შეჰფიცეს,რომ დელფოდან მის დაბრუნებამდე არ დაერღვიათ ლიკურგეს მიერ შემოღებული კანონები.ლიკურკე კი სპრატაში აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
დიდი სპარტელი კანონმდებელი არც შემცდარა ამაში,რადგან სპარტელებმა მთელი ხუთასი წლის მანძილზე,სწორედ მის მიერ დადგენილი კანონების დაურღვევლობის წყალობით,უდიდეს წარმატებას და პირველობასაც მიაღწიეს უძველეს საბერძნეთში,თავიანთი ჩინებული წესრიგით.თავად ლიკურგემ,დელფოზე ყოფნისას სიცოცხლე სუიციდით დაასრულა (შიმშილით მოიკლა თავი).მისი გარდაცვალების შემდეგ თოთხმეტი მეფის მმართველობის განმავლობაში,ვიდრე არქიდამე ძის,აგისის მეფობამდე,აზრად არავის მოსვლია სპრტაში,დიდი სპარტელი კანონმდებლის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა. (ავტორი გენია.ჯი)