სპარტელი მოჭიდავის პასუხი…
ერთ-ერთ უძლიერეს სპარტელ მოჭიდავეს ოლიმპიური შეჯიბრების დროს საკმაოდ დიდი ფული შეაძლიეს: შეჯიბრებაში მონაწილეობას ნუ მიიღებო.თავმოყვარე სპარტელმა შემოთავაზებულ წინადადებაზე სასტიკი უარი განაცხადა და კიდევ უფრო დიდი მონდომებით განეწყო საჭიდაოდ, და მართლაც თავისი ძალის საოცარი დაძაბვით,მოწინააღმდეგე ძირს დასცა.ყოველივე ამის შემდეგ,იმ ხალხმა,რომელთაც სპარტელს ფული შესთავაზა,ჰკითხეს: “რა ხეირს ნახავ,ლაკედემონელო,ამ გამარჯვებით?” – რაზეც სპარტელმა უმალვე მიუგო: “მეფის წინ დამაყენებენ,როდესაც მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად დავიძრებითო!” (ავტორი გენია.ჯი)