გიორგი წერეთელი წერდა…
“ძველი კავკასიის ცხოვრება მეცხრამეტე საუკუნემდის,საკუთრად საქართველოს ერის ცხოვრებას შეიცავდა.მთელი კავკასიის ისტორია საქართველოს ერის ისტორია იყო.თუ რაიმე პოლიტიკური ბრძოლა ატყდებოდა კავკასიაში,ის უსათუოდ საქართველოს ერის ბრძოლა უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფეების თაოსნობით,თუ რომ ეს ბრძოლა კავკასიიდან გადავიდოდა აზიის ნიადაგზე,უსათუოდ ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ჯარის გამოსვლით კავკასიიდან საქართველოს მეფის წინამძღოლობით… მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს სამეფო გაუქმდა და ამის შემდეგ ყოველივე პოლიტიკურს გარემოებებს სხვა სახელი ეწოდა,მაგრამ დიდი ან მცირე პოლიტიკური ბრძოლა,როგორც ადრე ყოფილა კავკასიის ხალხებშიც შიგ შარეულან და მათი დიდი თუ მცირე მნიშვნელობა კვლავ დამტკიცებულა”. (ავტორი გენია.ჯი)