ლადო ასათიანი – “საქართველო”

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე - 

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

***

რომ ვდგავარ ახლა ტფილისის კართან

შენ გეკითხები,ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს.

***

რომ ვდგავარ ახლა ტფილისის კართან

თქვენ გეუბნებით,ძმებო,მგოსნებო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო.

***

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,

თუ მამულს თავი არ ანაცვალე,

ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,

მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.