ისტორიული მნიშვნელობის მქონე საწერ-კალამის ბრენდი – “Parker”
Parker – წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საწერი კალმის ბრენდს მსოფლიოში.აღნიშნული ბრენდი დიდი ხნის განმავლობაში საწერი ინსტრუმენტების მწარმოებელთა “დიდ ოთხეულში” შედიოდა სხვა სამ უდიდეს კომპანიებთან ერთად. Parker Pen Company დაარსებულ იქნა 1892 წლის 8 მარტს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჯეინსვილში (ვისკონსინის შტატი),ცნობილი ამერიკელი მეწარმის – ჯორჯ პარკერის მიერ.თავდაპირველად,მიუხედავად რიგი დეფექტებისა,მწარმოებლების დიდი მეცადინეობით მოხერხდა Parker-ის ბრენდის საწერი კალამების სრულყოდა და იგი XX საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობითაც სარგებლობდა.აღნიშნულ ბრენდს იყენებდა მსოფლიოს მრავალი წამყვანი პოლიტიკოსი,მწერალი და სხვა პროფესიის ადამიანი.დიდმა შოტლანდიელმა მწერალმა – სერ არტურ კონან დოილმა,რომელიც ერთობ მოხიბლული გახლდათ Parker-ის ბრენდის საწერი კალმით,მის მწარმოებელ კომპანიას წერილი გაუგზავნა,სადაც ხოტბას ასხამდა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ Parker Pen Company-ის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი ნაწარმი,სახელწოდებით – “Parker 51″-ით ხელი მოეწერა მსოფლიო ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს ხელი,როგორებიცაა – “გერმანიის კაპიტულაცია”,”იაპონიის კაპიტულაცია”,”ვიეტნამის ომის დასასრულს დადებული შეთანხმება”,”რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის ატომური იარაღის შემცირების შეთანხმების დოკუმენტს” და სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს. Parker Pen Company-ის ნაწარმით დღემდე ფართოდ სარგებლობს მომხმარებელი,თუმცა იგი ისეთივე პრესტიჟული აღარ გახლავთ,როგორც წინა საუკუნეში იყო. (ავტორი გენია.ჯი)