ჰენდრიკ ანტონ ლორენცი
ჰენდრიკ ანტონ ლორენცი - დაიბადა 1853 წლის 18 ივლისს,ნიდერლანდების ქალაქ არნემში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ ფიზიკოს-თეორიტიკოსს,რომელსაც 1902 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ფიზიკის დარგში.გარდა ამისა,1881 წელს ლორენცი ხდება ნიდერლანდების მეცნიერების სამეფო აკადემიის წევრი.იგი გახლდათ მრავალი საერთაშორისო პრემიებისა და სხვადასხვა უცხოური მეცნიერებათა აკადემიის წევრი ფიზიკოსი.უმაღლესი განათლება ფიზიკასა და მათემატიკაში,ნიდერლანდების ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს სასწავლებელში – ლეიდენის უნივერსიტეტში მიიღო.მის შემდგომ მეცნიერულ მოღვაწეობაზე უდიდესი გავლენა იქონია,ამავე უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა – ფრედერიკ კაიზერმა.სწავლის დასრულების შემდგომ,1878 წლიდან თავად ხდება ლეიდენის უნივერსიტეტის ლექტორი და მათემატიკური ფიზიკის პროფესორი.1880 წელს,თავის მოგვარე ცნობილ დანიელ ფიზიკოს-თეორიტიკოსთან – ლუდვიგ ლორენცთან ერთად,გამოიყვანა ფორმულა,რომლესაც შემდგომ “ლორენცის ფორმულა” ეწოდა.მანვე განავითარა სინათლის ელექტრომაგნიტური და მატერიის ელექტრონული თეორიები.მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული თვითშეთანხმებული ელექტრობის,მაგნეტიზმისა და სინათლის ფორმულირებების ჩამოყალიბებას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ჰენდრიკ ანტონ ლორენცის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი სასკოლო კურსის ფიზიკაში – “ლორენცის ძალის” შემოტანა (იგი წარმოადგენს ძალას,რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე),რომელიც მეცნიერმა 1895 წელს განავითარა.ელექტროდინამიკაში ფართოდ გამოიყენებდა მეთოდს ლოკალური ველის გამორიცხვისა,მიკროსკოპულ თეორიაში დილაექტრიკებზე,რომელსაც შემდგომ “ლორენცის სფერო” ეწოდა.მანვე შეიტანა უდიდესი წვლილი ფარდობითობის ზოგადი თეორიის განვითარებაში (გრავიტაციის გეომეტრიული თეორია,რომელიც ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა 1915 წელს).იმ ფენომენის ამოხსნისათვის,რომელსაც დღეს “ზეემანის ეფექტს” უწოდებენ,იგი მეორე ნიდერლანდელ ფიზიკოსთან – პიტერ ზეემანთან ერთად,1902 წელს დაჯილდოვებულ იქნა “ნობელის პრემიით”. (ავტორი გენია.ჯი) ჰენდრიკ ანტონ ლორენცი გარდაიცვალა 1928 წლის 4 თებერვალს,ნიდერლანდების ქალაქ ჰაარლემში.გარდა “ნობელის პრემიისა” იგი დაჯილდოვებული გახლდათ ასევე – “რუდოლფის მედლით”,”კოპლის მედლით”,”საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით” და სხვა საერთაშორისო პრემიებით.