ტიბეტური მელა
ტიბეტური მელა – წარმოადგენს ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს მელას გვარისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ყველაზე მცირე ფორმების მქონე მელაა,სხვა სახეობის თანამოძმე მელიებს შორის.ტიბეტური მელას გავრცელების უმთავრესი არეალებია – ტიბეტის მთიანეთი ცენტრალურ აზიაში,ნეპალი,ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონები,ჩინეთის რიგი პროვინციები და ჰიმალაის მთების ჩრდილოეთ ნაწილები.ტიბეტურ მელას ძალიან კარგად აქვს განვითერებული კბილები და გააჩნიათ დიდი ეშვები,რაც მათ ერთობ გამოარჩევს სხვა სახეობების მელიებისგან.ისინი დაფარული არიან მეტად რბილი და ფაფუქი ნაცრისფერი,ყავისფერი და მოწითალო ბეწვით,რაც საშუალებას აძლევთ მარტივად გადაიტანონ ის რთული ბუნებრივი პირობები (განსაკუთრებით ცივი და ძლიერი ქარების სეზონები),რომლებშიც ბინადრობენ.ტიბეტური მელას სახეს ერთი შეხედვით კვადრატული ფორმა გააჩნია,თუმცა ეს მისი დიდი ბეწვის დამსახურებაა და არა,თავის ქალის.ზრდასრული ტიბეტური მელიის სიგრძე 60 – 70 სანტიმეტრია.გააჩნიათ გრძელი კუდი,რომლის სიგრძეც 30-დან 45 სანტიმეტრამდეა.იწონიან 4-დან 5,5 კილოგრამამდე.იკვებებიან მებულულესებრნებით (კურდღლისნაირთა რიგის ძუძუმწოვარი),მღრნელებით,პატარა ზომის ფრინველებით და კვერცხებით.იდეალურ გარემო-პირობებში ცოცხლობენ 8- 10 წელიწადს.გამრავლების პერიოდი,თებერვალში დგება და მაკეობიდან 55 დღის შემდეგ 2 ან 5 პატარას ბადებენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტიბეტური მელას ვიდეო-დაფიქსირება ბუნებრივ პირობებში, 2006 წლამდე ვერავინ მოახერხა,რადგან ისინი ადამიანისათვის განსაკუთრებით რთულად მისადგომ (მაღალ) ადგილებში ბინადრობენ.აქვე ცნობილია ისიც,რომ ალპინისტთა ერთმა ჯგუფმა ტიბეტური მელას რამდენიმე ეგზემპლარი ზღვის დონიდან 5 200 მეტრ სიმაღლეზე იხილა.მათი გავრცელების არეალში,ადგილობრივი მოსახლეობა ტიბეტური მელიის ბეწვს ფართოდ მოიხმარს,თუმცა მისი ბეწვი დიდი კომერციული ღირებულების მქონე არ გახლავთ.შესაბამისად ბაზარზე მისი მოთხოვნა ერთობ მცირეა.ტიბეტური მელიის ერთ-ერთ უმთავრეს მტრად,ადგილობრივ მოსახლეთა ძაღლები მიიჩნევიან. 1989 წლისათვის,სულ ბუნებაში ტიბეტური მელიის 37 000 ეგზემპლარი იყო გავრცელებული,თუმცა ზოგიერთმა იმ ქვეყანამ,სადაც ტიბეტური მელა ბინადრობს,მისი პოპულარიზაცია გადაწყვიტა და სპეციალური კანონით აკრძალა მათზე ნადირობა. (ავტორი გენია.ჯი)