გალაკტიონ ტაბიძის მოსაზრებები…
„მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!”
* * *
„ვნახოთ, რას იზამს მომავალი, მაინცა და მაინც დიდად არ მეშინია მისი… ესე იგი სუყველაფერი ერთია ჩემთვის, რაც უნდა იქნეს”.
* * *
„მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ადამიანი. დეე, სხვებმა იძახონ, რომ ადამიანის გული გამოუცნობი სფინქსიაო; რა სფინქსი, რის სფინქსი, სთქვი ბარემ, რომ ადამიანის გულში ხუთი წილიდან ოთხი წილი გარეული ნადირი ზის… მორჩა და გათავდა. მართალია, ეს გარეული ნადირი, შესაჭმელად ეტანება ყოველ ჩვენგანს, მაგრამ მე ვეღარ მაშინებს ეს ყველაფერი, საკმარისად გავიცანი ცხოვრება, რომელშიაც ბევრი არ მიგემია სიტკბო, მაგრამ უბედურებები ხომ ჩემს ხელთ იყო… ასეა თუ ისე, ვიცი ყოფნის მთავარი მიმდინარეობა, ადამიანის გული და ამის შემდეგ ფრთხილადაც დავიჭერ თავს. საზოგადოდ ისინი ჩემთვის დიდ საჭიროებას აღარ წარმოადგენენ. რაც უფრო მარტო ვარ, ადამიანებისაგან შორს, მით უფრო მეტს სულიერ სიმშვიდეს და გრძნობის დამშვიდებას ვგრძნობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მიყვარს აკორდი, გრიგალი და არა ნახანძრალი, ნამსხვრევები. ფერფლი ყველაფერს ედება, თავს ყველგან კარგად გრძნობს, ამას კი მე ბავშვობიდანვე გამოვუცხადე შეურიგებელი ბრძოლა, ომი”.
* * *
„დიდი ხნიდან დავეძებ მე ამ სიკვდილს, მაგრამ არ მოდის იგი… თავის მოკვლა არ მსურს, მაგრამ სხვა არავინ მკლავს… ბევრჯერ მივეცი სხვებს შემთხვევა, მაგრამ მათ… ხომ იცი, სიკვდილის ყველას ეშენია… რომ იცოდე, რა მოსაწყენია ყველა ეს ინტრიგები, ეს დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა, ჭორები… თავისთავად იბადება სურვილი, რომ გაშორდე ყველა ამას, რადგან ამის მეტი ცხოვრებაში, არა არის რა…”
* * *
6. „ძალიან მწარეა ჩემი ცხოვრება, ძალიან!”
* * *
„გავიგე ისიც, რომ რომ ჯოჯოხეთში შესვლა არც ისეთი საშინელებაა, როგორც ბევრ ცოცხალსა გონია. თურმე კუპრის ზღვაში და ცეცხლის მორევში ცურაობა ჯობნებია იმ ათასნაირ დამცირება-გაჭირვებებს, რომელთაც ქვეყანაზე განიცდიან ცოცხალი ადამიანები”.
* * *
„სიტყვით ნათქვამი, ყველასათვის გასაგონი მწუხარება – ყალბიცაა და დამამახინჯებელიც!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არის ქვეყანაზე ადამიანი, რომელსაც თავისი მწუხარება არ ჰქონდეს, მაგრამ სწორედ სულელია ის ადამიანი, რომელიც თავის მწუხარების გარდა ვერაფერს ვერ ხედავს…”
* * *
„დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს…”