“ამაღელვებელი ისტორია”
ერთი ჭკუითა და სიბრძნით გამორჩეული ხანშიშესული ბებო ამბობდა: “მე ერთადერთს – შვილიშვილებს ვუხრი თავს, და ესეც მხოლოდ იმისათვის,რომ ისინი ჩემს მხრებზე მოხერხებულად მოკალათდნენ და ასე ვატარო მანამ,სანამ ეს მათ დასჭირდებათო”.ბებიებისა და ბაბუების დამოკიდებულება შვილიშვილებისადმი,იმთავითვე უდიდესი სიყვარულისა და სითბოს თვალნათელი გამოხატულება გახლდათ და ასე იქნება მანამ,სანამ კაცობრიობის მიერ დანთებული სანთელი ანათებს დედამიწას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში შვეჩერდები იმ საოცარ ფაქტზე,რომელიც სულ ახლახანს დაფიქსირდა ჩინეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში.კერძოდ,თოთხმეტი წლის ჩინელ გოგონას – ფან მეის,დაბადებიდან არ ძალუძს დამოუკიდებლად გადაადგილება (მის ფეხებს საკუთარი სხეულის წონის ტარება არ ძალუძს).მიუხედავად ამისა,იგი არასოდეს აგვიანებს სკოლაში.გოგონას დაბადებიდან მალევე,მამამ ოჯახი მიატოვა,ხოლო დედა სხვა მამაკაცზე დაქორწინდა,რის შემდეგაც ინვალიდი ბავშვის აღზრდა საკუთარ თავზე უკეთილშობილესმა ბებიამ და ბაბუამ აიღეს.როდესაც გოგონას სკოლაში წასვლის პეიროდი დადგა,ოჯახი ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.მათ არ გააჩნდათ სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი),რათა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის არ მქონე ფან მეი სახლიდან საკმაოდ მოშორებულ სკოლაში ეტარებინათ.ბაბუა,ხანდაზმულ ასაკთან ერთად,ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიდა და შესაბამისად,არ ძალუძდა შვილიშვილის სკოლაში სისტემატურად წაყვანა.აღნიშნული მისია,საკუთარ თავზე ფან მეის ბებიამ აიღო და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ხუთი წლის მანძილზე,ინვალიდ შვილიშვილს სამოცდაექვსი წლის ასაკში მყოფი ბებია სკოლაში საკუთარი მხრებით ატარებდა.ხუთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად,ფან მეის ბებია დილის ხუთ საათზე იღვიძებდა,რათა სახლიდან სკოლამდე გასავლელი ორი კილომეტრი გზა დროულად დაეფარა (სწავლა 8:30 წუთზე იწყება).გოგონამ რამდენჯერმე სცადა ბამბუკის ყავარჯნების მეშვეობით გადაადგილებით,ბებიასათვის უმძიმესი ხვედრი შეემსუბუქებინა,თუმცა უშედეგოდ.აღნიშნული ისტორია,მოგვიანებით პროვინციის ხელისუფლების ყურამდე მივიდა,რის შემდეგაც ოჯახის მიმართ რიგი უმნიშვნელოვანესი დახმარება იქნა გაწეული: ოჯახს სკოლასთან ახლოს გადასცეს სახლი და ინვალიდის ეტლი.გარდა ამისა,სამედიცინო დახმარებაც აღუთქვეს და დაჰპირდნენ,რომ იგი აუცილებლად გაიარდა დამოუკიდებლად ფეხზე.აღნიშნული ამაღელვებელი ისტორია,კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია,შვილიშვილებისადმი გამოხატული უდიდესი სიყვარულისა.აკი ნათქვამია: “ბებია – ეს გახლავთ ის მშობელი,რომელსაც შანსი მიეცა კვლავ დედა გახდესო”. (ავტორი გენია.ჯი)