“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ყოველმა ადამიანმა, საკუთარი ჩადენილი სისულელის გამო აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, თორემ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ჭკუას”.
* * *
2. „რაც უფრო ასაკოვანი და ბრძენია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ცდილობს იგი სხვებთან ურთიერთობების გარკვევას და დალაგებას. ის უბრალოდ, დგება, გისურვებთ ყოველივე კარგს და მიდის”.
* * *
3. „მირჩევნია ერთი დღე ვიცოცხლო ლომებთან როგორც ლომმა, ვიდრე მთელი ცხოვრება ვირებთან, როგორც – ვირმა”.
* * *
4. „არასოდეს თქვათ შემდეგი სიტყვები: “მე ამას არასოდეს გავაკეთებ”, რადგან ცხოვრებამ შესაძლოა უარესი გაგაკეთებინოთ”.
* * *
5. „ამბობენ, რომ თამბაქოს მოწევა ყველაზე ცუდი და მავნე თვისებაა ადამიანისა. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ – ღალატზე, ფარისევლობასა და ეგოცენტრიზმზე?”
* * *
6. „ტკივილი, რომელსაც დღეს გრძნობ, აუცილებლად გადაიქცევა ძალად, რომელსაც ხვალ იგრძნობ”.
* * *
7. „ისწავლე ლაპარაკი? – მაშასადამე გაიზარდე. ისწავლე დუმილი – მაშასადამე – დაბრძენდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. „ყველაზე დიდი შიში ადამიანისა გახლავთ ის, რომ ოდესღაც იგი გახდება ზედმეტი ტვირთი იმ ადამიანისათვის, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასია”.
* * *
9. „ცხოვრებაში არსებობს წუთები, როდესაც თვალებს ცრემლები ბინდავს… თუმცა ბევრად უარესია, როდესაც სული ტირის და თვალები მშრალია”.