მარკუს ტულიუს ციცერონის სასამართლო გამოსვლიდან…
“მშობელს ვინც დღეს დაუბნელებს,ვისი წყალობითაც თავად იხილა მზის შუქი,მას შეიძლება ადამიანის სახით მოვლენილი ურჩხული ვუწოდოთ,რომელიც თავისი სიშმაგით მხეცზე უარესია,რადგან ამ უკანასკნელს ბუნებამ უბოძა ნიჭი თავისიანის დანდობისა.მშობელზე ხელის აღმართვა,თუნდაც შურისძიების მიზნით,გაუმართლებელია. (ავტორი გენია.ჯი) ასეა,ბატონებო.სისხლით ნათესაობა ბევრს ნიშნავს,მას განუზომელი ძალა აქვს.იგი დიდ მოვალეობას გვაკისრებს.ეს არის უანგარო,უფაქიზესი გრძნობა,რომელიც გულის სიღრმემდე შეგძრავს; მან შეიძლება თავზე ხელი აგაღებინოს და გაუგონარი სიშმაგე ჩაგადენინოს.ნუ გგონიათ,ტრაგედიებში აღწერილი ამბები ნამდვილია.თითქოს უღვთო და ბოროტმოქმედ ადამიანებს ფურიები ანთებული ჩირაღდნებით დასდევენ,მოსვენებას არ აძლევენ; ამ უკეთურებს თავიანთი ცოდვა და სიშმაგე უფრო აფორიაქებს,საკუთარი დანაშაული აგიჟებს,ჩადენილი ბოროტების შეცნობა და გააზრება აძრწუნებს.აი,ესენი არიან უწმინდურთა მუდმივი ფურიები,რომლებიც დღენიადაგ სდევნიან ბოროტ შვილებს და მათ დასჯას მოითხოვენ.მშობლის სასიკვდილოდ გამეტება შვილის მიერ,უმძიმესი ცოდვაა,რომლის დაჯერებაც კი არ შეიძლება,თუ ამის საფუძველს დამნაშავის ცხოვრება არ იძლევა.თუ კაცი უტიფარი არის,თავხედი,თავქარიანი,შფოთისთავი,უზნეო,ქარაფშუტა,ვისი სახელიც მრავალჯერ ამოსვრილა ლაფში,თუ ამის გამო მამისგან მოძულებულია,თუ ეშინია,მამამ არ დასაჯოს,თუ ცუდ მეგობრებში ტრიალებს,თუ ჰყავს მონები,რომელბიც მზად არიან ბილწი ზრახვების განხორცილებაში დაეხმარონ,თუ ხელსაყრელი შემთხვევა დაუდგება ამ საშინელი ბოროტმოქმედების ჩასადენად,მაშინ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ მასში.მოკლედ,მსაჯულებმა მამის სისხლით ხელშეღებილი შვილი უნდა დაინახონ,რომ ირწმუნონ ასეთი გაუგონარი დანაშაული.სანამ სამხილი არა გვაქვს,ასეთ ბოროტებას ვერავის დავაბრალებთ,ხოლო როცა ჭეშმარიტებას მივაკვლევთ,მაშინ უმკაცრესი სასჯელი უნდა მივუზღათ დამნაშავეს”. (ავტორი გენია.ჯი)