სოკრატეს დიალოგიდან…

” – განა მოიძებნება მოქალაქეთა მანკიერი და სამარცხვინო აღზრდის უფრო სარწმუნო საბუთი,ვიდრე ის,რომ დახელოვნებული ექიმებისა და მსაჯულების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ არა მარტო მდაბიორებსა და ხელოვნებს,არამედ იმათაც,ვისაც თავი მოაქვს კეთილშობილური აღზრდით? განა,სამარცხვინო და უზრდელობისა და უწვრთნელობის უტყუარი ნიშანი არ არის ის,რომ ამდენი ხალხი იძულებულია სხვებისაგან ნასესხები სამართლიანობით იცხოვროს და სხვებსვე მოუხმოს საკუთარი ბედ-იღბლის გამრიგედ,რაკიღა სამართლიანობის საკუთარი გაგება არ გააჩნია? მაგრამ უფრო სამარცხვინოა ის გარემოება,როცა ადამიანი არა მარტო სამსჯავროებში ატარებს თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს როგორც მოპასუხე თუ მომჩივანი,არამედ იკვეხნის კიდეც იმას,რომ შეუძლია უსამართლო იყოს,ათას ხვრელში გაძვრეს და ათასნაირი ხრიკებით თავიდან აიცილოს სასჯელი,ხოლო ყოველივე ამის შედეგად ერთი სრულიად უმნიშვნელო და უბადრუკი საქმე მოიგოს? არც კი იცის,რამდენად უფრო მშვენიერია და უმჯობესი,ისე წარმართო ცხოვრება,რომ საერთოდ არ დაგჭირდეს მსაჯული,რომელიც საქმის გარჩევისას თვლემს”. (ავტორი გენია.ჯი)