ვაჟა-ფშაველას ნააზრევი…
1. „ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ამისთანა უბრალო ჭეშმარიტებასაც კი სხვისგანა ვსწავლობთ. ტყუილია? არ არის ასე?”
* * *
2. „სინამდვილე რაღა ხილია?
- სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა – ცხოვრება ჩვენი და მისნი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და თვით ბუნება გარემო ჩვენსა”.
* * *
3. „ილიასთანა ადამიანებს სიცოცოხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს… საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!”
* * *
4.„რას მომაგონებს ცხოვრება? საზოგადოდ ყველანი ცხოვრებას ზღვას ამსგავსებენ. ვის არ გაუგონია რომ ერთი მეორეს ჰკითხავდეს: „ცხოვრების ტალღებმა ხომ არ გაგიტაცეს, შეგმუსრესო?”
მე ცხოვრება ზღვას არ მომაგონებს, არამედ კუზიანს, ბრმას, ჯოხზე დაბჯენილ მთხოვარა ბებერს, რომლისთვისაც ხელი-ხელში ჩაუჭიდნია ბალღს და ატარებს კარი-კარს: „გაიკითხეთ ღვთის გულისათვის ბრმა უსინათლო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ჩვენი ცხოვრება სწორედ რომ სხვათა შორისოა: რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, გამოდის, რომ სხვათა შორის გვიფიქრია და გვიკეთებია. საწყენი ის არი, რომ უმთავრესს, უსაჭიროესს საქმესაც სხვათა შორის ვაკეთებთ. ვმწერლობთ, ვპედაგოგობთ თუ ვქველმოქმედობთ გამოდის სულ სხვათა შიროსეულად”.
* * *
6. „გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული. მაშასადამე – კერძო თვისებისა, ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი…”
* * *
7. „დიაღ, კატა თუმც ვეფხვი არაა, მაგრამ სხვა ცხოველებზე მეტად ვეფხვს უფრო ის ჰგავს”. (ავტორი გენია.ჯი)