გრიგოლ რობაქიძე – “ქართველი ერი – კაცობრიობის ულამაზესი მოდგმა”
“ქართველი თავმომწონეა.აქვს კიდეც უფლება თავმომწონეობისათვის.ენა ქართველთა უგენიალურესი ქმნილებაა ენათა შორის.მისი ფესვეული დენა აცნაურებს უთვალავ საიდუმლოთ მსოფლიოისა.შთასახულია მასშივე მთავარი ხვევული პლატონის უნივერსალური მსოფლხედვის.საკვირველი არაა,თუ მითიური ხილვაც ქართველთა უაღრესად მხვედრია: ‘ირმის ნახტომს” ვერ გაუტოლდება “დიდი დათვი”,”ოქროს ვერძს” “ოქროს მატყლი”,”დალს” “არტემს” თუ “დიანა”,”ამირანს” “პრომეთე”.გასაოცარია და საცნაური აგრეთვე ქართველთა “ჯვარი ვაზისა”: ასეთი ღრმა სიმბოლო რეალური მთელს საქრისტიანოში არ მოიპოვება.ეხლა ხელმწიფება ქართველთა მიერ დგინებული.ჯერ მარტო სახელდება რად ღირს: “ხელი მწიფე!” ერთს სიტყვაში მთელი კონცეპციაა გამოკვეთილი საკრალური მართვისა.ამასთანავე; ეს კონცეპტი არ დარჩენილა ქართველობაში “თეორიად” მხოლოდ: იგი “საქმეც” იყო.დასტურისათვის ორი სახელი: დავით აღმაშენებელი და მეფე თამარი.აღმაშენებლის სახელს ისეთი განდიდება ხვდა წილად.რაიცა თვით ფრიდრიხ მეორესაც არ რგუნებია: დასავლეთში ლეგენდარულ ნაგულვები,სადღაც აღმოსავლეთში,პრესბიტერი იოანე,მღვდელმთავარი და მეფე ერთად,დავით აღმაშენებელი ეგონათ.მოვთვალოთ მხოლოდ ერთი რამ აღნიშნულის მოსაგვირგვინებლად,სახელდობრ ფრანგული ენციკლოპედია – “Larousse”-ში მოყვანილი სიტყვა ქართველებზე: “კაცობრიობის ულამაზესი მოდგმა”. (ავტორი გენია.ჯი)