იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა ქართველმა მოცეკვავემ და საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (“სუხიშვილები”) დამფუძნებელმა – ილიკო სუხიშვილმა,სიკვდილის წინ თავის ერთადერთ ვაჟს,თენგიზს დაუბარა: “ყველაფერი გააკეთე,რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრეს”.
2. ერთი პერიოდის განმავლობაში,რომის კათილიკური ეკლესია კატეგორიულად კერძალავდა ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურ თამაშს – “ჭადრაკს”,რადგან მას “ეშმაკეულ თამაშად” მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი)
3. რომაელი გლადიატორების პირველი ბრძოლა ძვ.წ.აღ-ით 264 წელს გაიმართა.
4. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს,საქართველოში საერო და სასულიერო ხელისუფლებას აერთიანებდა თანამდებობა,რომელსაც – ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ეწოდებოდა.
5. ძველეგვიპტელთა ჯუჯა ღვთაება – ბესი,ბავშვებისა და ოჯახის მფარველს წარმოადგენდა.
6. XVIII-XIX საუკუნეებში,საცირკო და საესტრადო წარმოდგენებისათვის განკუთვნილ დროებით ნაგებობას – “შაპიტო” ეწოდებოდა.
7. დიდი ქართველი მამულიშვილი და ქველმოქმედი ქალი – ქეთევან იაშვილი ამბობდა: “ჩემი ცხოვრების მთავარ აზრს სხვათა გახარებაში ვხედავ…”
8. ძველეგვიპტელი ფარაონების ძალაუფლების სიმბოლოებს,მარცვლეულის გალეწვა-გაცეხვისათვის საჭირო ინსტრუმენტები – კავი და საცეხველი წარმოადგენდა.
9. უძველეს ჩინეთში ექიმებს ჩვეულებრივ კარგ ხელფასს უხდიდნენ,მაგრამ თუ იმპერატორი ავად გახდებოდა,ამ შემთხვევაში მის მკურნალ ექიმს,იმპერატორის გამოჯანმრთელებამდე ხელფასს არ აძლევდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
10. პირველი სათვალავი,სადაც კვირას 7 დღე წარმოადგენდა,წელიწადი 12 თვედ იყოფოდა,საათში 60 წუთი იყო და წრე კი 360 გრადუსი,გამოგონებულ და შედგენილ იქნა ბაბილონში.