იოახიმ ფონ რიბენტროპი – სტალინის შესახებ წერდა…
მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ მოვლენაში – “სტალინგრადის ბრძოლაში”,რომელიც 1942 წლის 17 ივლისიდან 1943 წლის 2 თებერვლამდე გრძელდებოდა,გერმანელმა ფაშისტებმა უსასტიკესი მარცხი იწვნიეს.აღნიშნული კატასტროფის შესახებ,რიგმა გერმანელმა მაღალჩინოსნებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და გერმანული არმიის მარცხის მიზეზი სხვადასხვა გარემოებებს დაუკავშირეს.მათ შორის იყო,გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და მესამე რაიხის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე – იოახიმ ფონ რიბენტროპიც (1893-1946 წლები),რომელმაც “სტალინგრადის ბრძოლის” დასრულების შემდეგ,თავის მემუარებში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა:
“რუსი ხალხი თავის გამარჯვებას უნდა უმადლოდეს მხოლოდ სტალინის რკინისებურ სიმტკიცეს,ურყევ ნებისყოფასა და ჰეროიზმს.თუკი სტალინი ოდესმე ჩამივარდება ხელში,ყველანაირ პატივს ვცემ და მშვენიერ გერმანულ ციხე-დარბაზს ვუბოძებ,მაგრამ არასოდეს გავანთავისუფლებ”. (ავტორი გენია.ჯი)