ფრანკლინ პირსის შესახებ…
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პრეზიდენტად მიჩნეულია ქვეყნის,რიგით მე-14 პრეზიდენტი (პროფესიით იურისტი) – ფრანკლინ პირსი (1804-1869 წლები).მისი არაგონივრული მმართველობა,მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა,რის გამოც – “ყველაზე გაკრიტიკებულ პრეზიდენტად” მოიხსენიებენ დღემდე.გარდა იმისა,რომ ფრანკლინი მეტად უუნარო პრეზიდენტი იყო,ძალიან ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანიც გახლდათ.პირსების ოჯახი მუდმივი განსაცდელის წინაშე იდგა: მეუღლე – ჯეინ პირსი დეპრესიითა და ტუბერკულოზით იტანჯებოდა.ცნობილია ისიც,რომ ფრანკლინი ალკოჰოლის დიდი მოყვარული იყო და რიგი წყაროები ჩამოყალიბებულ ალკოჰოლიკადაც მოიხსენიებდა.ცოლ-ქმარი პირსების პირველი ვაჟი ჩვილობაში (4 წლის ასაკში) ტიფის შედეგად გარდაიცვალა.უმცროსი ვაჟი კი,მამის ინაუგურაციის დღეს (1853 წლის 4 მარტი) საკუთარი მშობლების თვალწინ სარკინიგზო ავარიას ემსხვერპლა.
1853 წელს,ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი,სადაც ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს თავი,რომელთაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდათ,თუმცა გამოირჩეოდნენ პრეზიდენტისადმი დიდი ნდობით.აღნიშნულმა ფაქტმა კი ქვეყანაში უამრავი სხვადასხვა სახის,მათ შორის პოლიტიკური და სოციალური პრობლემა წარმოშვა.მას შემდეგ,რაც 1857 წელს ფრანკლინ პირსმა დატოვა თანამდებობა,რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა – ჩარლზ ფრენსის ადამსმა,მასაჩუსეტსის შტატის სენატორ – ჩარლზ სამნერს მისწერა წერილი,სადაც ერთგვარი ირონიით იყო აღნიშნული,რომ იგი ძალიან კმაყოფილი გახლდათ ფრანკლინ პირსის და მისი ადმინისტრაციის მოღვაწეობით,რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტები და ადმინისტრაციები,მათ მუშაობას ერთგვარ გაკვეთილად მიიღებდნენ და აღარასოდეს დაუშვებდნენ ისეთივე შეცდომებს,როგორიც ფრანკლინის მთავრობამ დაუშვა. (ავტორი გენია.ჯი)