ტყის სინონიმები და სახეობები…
1. “წვიმის ტყეები” – დამახასიათებელია უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები და დიდი სინოტივე;
2. “ტევრი”,ბურვილი”,”უსიერი”,”უღრანი”,”ურმანი” და “მაღრანი” – მთაზე მოდებული შამბიანი და ხშირი ტყე;
3. “მოხისი” და “კორომი” – მცირე ტერიტორიაზე გავრცელებული ტყე;
4. “ჭალა” – წყლის ნაპირსა და დაბალ ადგილებში გავრცელებული ტყე;
5. “უდაბური” – გაუჩეხავი ტყე;
6. “წვრილიანი”,”ლატნარი”,”წვრილნარი” – 15 -20 წლის ტყე;
7. “ჩხარი” – ხელოვნურად ან ბუნებრივად შეთხელებული ტყე;
8. “”სასარე”,”საჯალჯე”,’საკაფი”,”ნაკრძალი” – დაცული ტყე;
9. “ტყენერგი”,”ახო” – საყანედ გაჩეხილი ტყე; (ავტორი გენია.ჯი)
10. “მთვრალი ტყე” – გადახრილი და მოღუნული (დეფორმირებული) ხის ტანის (ლულის) მქონე ხეებით გავრცელებული ტყე;
11. “მეორადი ტყე” – ძლიერი ბუნებრივი სტიქიების,ადამიანების ან მწერების მიერ განადგურებული ტყის ადგილას წარმოშობილი ახალი ტყე;
12. “გალერეული ტყე” – მდინარის სანაპიროებზე ვიწრო ზოლად გავრცელებული ტყე,რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან სავანებში,პრერიებში (ჩრდილოამერიკული სტეპების ფორმა),უდაბნოებსა და სტეპებში;
13. “ჯუნგლები” – გაუვალი ხშირი ტყე და ბუჩქნარი ხემაგვარი ლიანებით;
14. ”შიმალი” – ნორჩი ტყე;
15. “მანგროს ტყე” – ტანდაბალი მარადმწვანე ტყე ტალღებისაგან დაცულ ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე,რომელიც მხოლოდ ზღვის მოქცევისას იფარება წყლით;
16. “სუბტროპიკული ტყე” – სუბტროპიკულ სარტყელში გავრცელებული ხშირი ფოთლოვანი ტყე;
17. “ტროპიკული ტყე” – ტროპიკულ,ეკვატორულ და სუბეკვატორულ სარტყელში გავრცელებული ტყე;
18. “მუქწიწვოვანი ტყე” – გავრცელებულია ძირითადად ტენიანობის ამტანი წიწვოვანი მცენარეები – ნაძვი,სოჭი,ფიჭვი და სხვა სახეობები.
P.S. გარდა ზემოაღნიშნულისა,ბუნებაში ასევე გავრცელებულია – ფოთლოვანი,ფართოფოთლოთვანი,წიწვოვანი,პირველყოფილი,წიფლის,მუხის,არყის,ევკალიპტის,ფიჭვის,მცირეფოთლოვანი და სხვა სახეობის ტყეები… (ავტორი გენია.ჯი)