ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსას მოსაზრება “რელიგიის” შესახებ…
“აგნოსტიკებს ებადებათ კითხვა,თუ საით მიჰყავს სიკვდილს ადამიანი.აი,სწორედ აქ წამოიჭრება უამრავი კითხვა,რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ძნელად მისაღებია.ამ დროს ხედავ,რომ არსებობს რაღაც ისეთი,რაც ნორმალურ პირობებში ისევ აგრძელებს არსებობას; მაგრამ იმავდროულად ჩვენს ცნობიერებას არ ემორჩილება რაღაც,რაც მის ბოლომდე გაგებას შესაძლებელს ხდის და მხოლოდ რწმენაზეა დამოკიდებული.ჰოდა,რაკი ეს რწმენა არ გამაჩნია,ამიტომ ვერც ვერაფრის მტკიცებას და ვერც უარყოფას ვერ ვახერხებ.მაგრამ თუ შევძლებ და ვაღიარებ რწმენას,როგორც ვარაუდს და ჰიპოთეზას,ალბათ მივალ მასთან.ეს,რა თქმა უნდა,ჩემი პირადი მოსაზრებაა.საზოგადოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით კი,ვფიქრობ,შეუძლებელია,რელიგიას გვერდი აუარო,რადგან ამით ისტორიულად არსებულ ყველა ქმედებას ხაზი უნდა გადავუსვათ.ადამიანების უმრავლესობას სჭირდება რწმენა იმისა,რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს და ყველაფერი ამქვეყნიური ყოფით არ მთავრდება.ამ აუცილებელი რწმენის შთაგონება იმ რელიგიებს ევალებათ,რომლებიც ადამიანს მცირეოდენ შვებას აგრძნობინებენ და საზოგადოებას ქმედებისაკენ უბიძგებენ.რწმენის გარეშე ირგვლივ საშინელი ქაოსი,ამნეზიური აფაზია და პესომიზმი დაისადგურებდა.სოციალური და პოლოტიკური თვალსაზრისით რელიგია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ შემთხვევაში,თუ სახელმწიფოში არ არსებობს დემოკრატია და სამართლიანობა.მე-XIX საუკუნის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე,თითქოსდა პროგრესი და მეცნიერება ბოლოს მოუღებდა რელიგიას,აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდა,რადგან ცხოვრებამ დაამტკიცა,რომ ეს ასე არ არის”. (ავტორი გენია.ჯი)