მამა არჩილ გვიმრაძე – “მწყემსი კეთილი”
როცა მთის წვერზე მოეფლითება
გადაცრეცილი თოვლის ხალათი,
აიძენძება ზამთრის სამოსი,
შეეზილება მიწას ტალახი.
***
როს მოასკდება მდინარე ფერდობს,
აიხორხლება წვიმის ნაკადი,
აჩუხჩუხდება ხევში სიცოცხლე,
მოიკაზმება ფერთა გამათი.
***
როცა მთის ფერდზე ახასხასდება
ცას შეფერილი მწვანე ბალახი,
როცა ნიავი მობერავს სურნელს,
ამსუბუქდება სული ხალასი.
***
მაშინ ბრდღვიალით გამონათდება
გზის ჰორიზონტზე ვინმე ტანადი,
თეთრნაბდიანი მოფერავს მინდვრებს
თმაგაკრეჭილი თეთრი ფარათი.
***
მოჰყვება საწმყსოს გზააბნეულთა,
წინ მოუძღვება მძიმე ჯაფათი,
თავი შესწირა,ზარდა მზრუნველად,
ასვა პეშვით და კვება ჩალათი.
***
არ მიატოვა არც ერთი ცხვარი,
ყველას არგუნა თვისი ჭამადი.
შემოიკრიბა სალამურის ხმით,
არ ერეკება ძალის ძალათი.
***
ვინ იცის,რა გზა გამოიარა,
ვის არ გინახავთ ჭირში მამაცი,
თოვლი,ნამქერი,სიცივე,ქარი,
ტანჯვა-წამებით,სიმწრით ნავალი.
***
არ შედრეკილა არც ერთი წამით,
ყველას მოჰფინა სულის წამალი.
მზერას გულ დასმით მოაბრიალებს,
ურჩევს,სად არის უკეთ სავალი.
***
შემოუძახებს,ამხნევებს,უცქერს,
ხედავს,სამწყსო ჰყავს სულით ჯაბანი.
მწყემსი კეთილი რუდუნებს -
მსუბუქად ზიდონ მძიმე ჭაპანი.
***
ცდილობს,რომ კლდოვან გზას მოარიდოს,
უხვად არგუნოს მინდვრის საფარი,
რომ მტაცებელთა ლუკმად არ იქცნენ,
ხვედრი არ ჰქონდეთ სიკვდილს სადარი.
***
ითმენს,რომ მთაზე რისხვა არ იქნეს,
ღაწვები უკრთის ცრემლით ნაბანი…
ერთი ნატვრა მაქვს,მეც მერგოს წილად,
თეთრნაბდიანი მწყემსის ბარათი.
***
როცა მოფერავს ხასხასა მინდვრებს
თმაგაკრეჭილი თეთრი ფარათი.