ელისაბედ ბოუზ-ლაიონის შესახებ…
ელისაბედ ბოუზ-ლაიონი (1900-2002 წლები) – წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს დედა-დედოფალს,ინდოეთის უკანასკნელ დედოფალს,ჯორჯ VI-ს მეუღლესა და დღევანდელი დედოფლის ელისაბედ II-ის დედას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი გაერთიანებული სამეფო სახლის მეორე წარმომადგენელია ისტორიაში,რომელმაც საუკუნეზე მეტი იცოცხლა.როგორც ცნობილია,დედა-დედოფალი თავის სიცოცხლეში ბრიტანეთის იმპერიის ის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმბოლო იყო,რომელიც მთელი თავისი ღირსებით იცავდა სამეფო ტახტისა და ქვეყნის რეპუტაციას.გამოირჩეოდა დიდი სიმამაცითა და ურთულესი გადაწყვეტილებების მიღების დროს თამამი ქმედებებით.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ბრიტანული იმპერიის სამეფო ოჯახი,ისევე,როგორც სრულიად ბრიტანეთი გერმანელი ფაშისტების დარტყმის ობიექტად იქცა.იბომბებოდა ლონდონი და სხვა ბრიტანული ქალაქები. (ავტორი გენია.ჯი) ელისაბედს,რომელიც სამეფო ოჯახთან ერთად ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა,შექმნილი საფრთხის გამო ხელისუფლებამ შესთავაზა ოჯახთან ერთად გარიდებოდა დიდ ბრიტანეთს და შედარებით მშვიდ გარემოში – კანადაში გადასვლის რეკომენდაცია მისცა.აღნიშნულმა შეთავაზებამ დედა-დედოფლის აღშფოთება გამოიწვია და განაცხადა: “ჩემი შვილები,არასოდეს წავლენ ჩემს გარეშე არსად,მეც არასოდეს წავალ ჩემი ქმრის გარეშე არსად,ხოლო ჩემი მეუღლე კი არასოდეს დატოვებს ინგლისს”.
ლონდონის დაბომბვისას,ერთი ბომბი ბუკინგემის სასახლეს დაეცა,საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.მიუხედავად ამისა,სამეფო ოჯახს აზრადაც კი არ მოსვლია სასახლის დატოვება.ელისაბედი,დაბომბვების შემდეგ თავად მიდიოდა დაზარალებულ რაიონებში და დიდ დახმარებასაც უწევდა დაზარალებულ მოსახლეობას.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ სამეფო ოჯახმა ომის პერიოდში მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად უარი განაცხადა სამეფო სასახლეში არსებული ბუხარის გამოყენებაზე.მას შემდეგ,რაც ჯორჯ VI გარდაიცვალა,სამეფო გვირგვინი ქალიშვილს დაადგა თავზე,თვითონ კი შოტლანდიაში გადაბარგდა.თუმცა,როდესაც დიდ ბრიტანეთში რაიმე პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდებოდა,უმალვე ლონდოში ჩადიოდა,რა დროსაც სამეფო ქალაქის ქუჩებს კარეტით შემოივლიდა და მოსახლეობას თავისი განუმეორებელი ღიმილით მომავლის დიდ იმედს უსახავდა.ელისაბედი გარდაიცვალა 2002 წლის 30 მარტს უინძორის სასახლეში,მისმა სახელმა კი სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი ბრიტანელი ხალხის გულებში,როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო,მამაცმა,ხალხისათვის თავდადებულმა და დიდმა დედა-დედოფალმა. (ავტორი გენია.ჯი)