ადელაინ ვირჯინია ვულფის “უკანასკნელი წერილი”
ადელაინ ვირჯინია ვულფი (ქალიშვილობის გვარი სტივენი.1882-1941 წლები) – წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალ ქალსა და ესეისტს,რომელიც დღემდე მიჩნეულია XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად.მის მიერ დაწერილი იქნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები,როგორებიცაა – “წლები”,”შუქურასკენ”,”ღამე და დღე”,”ტალღები”,”იაკობის ოთახი” და სხვა.ვირჯინიას მამა გახლდათ,ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსი – სერ ლესლი სტივენი,ხოლო დედა – ჯულია დაკუორტი.ვირჯინიას ბავშვობიდანვე უდიდესი “ტრამვების” გადატანამ მოუწია: 13 წლის ასაკში დაეღუპა დედა – ჯულია,რამაც მასზე დამთრგუნველად იმოქმედა და ნერვული სტრესი დაემართა.გარდა ამისა მასზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა.მოგვიანებით გარდაეცვალა მამა,და – სელა,ხოლო 1906 წელს ძმა – ტობი.ყოველივე ამ მოვლენებმა მისი “ფსიქოლოგიური პორტრეტი” გაანადგურა.მიუხედავად იმისა,რომ ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან,მწერალ – ლეონარდ ვულფთან,რომელთანაც ქორწინება ურთიერთპატივისცემისა და ემოციური მხარდაჭერის თვალნათელი მაგალითი იყო,იგი მაინც ემოციურ მხარდაჭერას ყოველთვის უფრო ქალებთან პოულობდა და 1922 წელს მან “სასიყვარულო რომანი” გააბა ვიტა სეკვილ-უესტთან,რომელმაც ფაქტიურად 20 წელი გასტანა. (ავტორი გენია.ჯი) ლეონარდმა ყოველივე უწყოდა და მიუხედავად ამისა,მაინც ყველა პირობას უქმნიდა ვირჯინიას მუშაობისათვის.გარდა ამისა,ვირჯინიას ურთულესი ფსიქოლოგიური პრობლემებისას იგი მას გვერდიდან არ მოცილებია.საბოლოო ჯამში,გადატანილმა უამრავმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ და ღრმა დეპრესიამ – ადელაინ ვირჯინია ვულფს,თავის მოკვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.1941 წლის 28 მარტს,ვირჯინიამ მდინარე ოუზში დაიხრჩო თავი.მანამდე კი მეუღლეს დაუტოვა წერილი,რომელშიც ეწერა: