“a-ha-ს” მიერ დამყარებული რეკორდი…
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ერთ კონცერტზე ყველაზე დიდი აუდიტორია არა მაიკლ ჯექსონის,არა ‘ბითლზის”,არა ელვის პრესლის და სხვა გენიალური მუსიკოსებისა თუ მუსიკალური ჯგუფების,არამედ 1982 წელს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში დაარსებული ინგლისურენოვანი ნორვეგიული მუსიკალური ჯგუფის “a-ha”-ს კონცერტს დაესწრო (ჯგუფის წევრები გახლავთ – პოლ ვააკტაარ-სავოი,მანგე ფურუჰოლმენი და მორტენ ჰარკეტი). 1991 წელს,ჯგუფი ტურნეთი სამხრეთ ამერიკას ეწვია,სადაც მათ მიერ ჩატარებულ 20-მდე კონცერტს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.თუმცა კულმინაცია,აუდიტორიის დასწრების მხრივ (რაც “გინესის რეკორდების” წიგნშიც იქნა შეტანილი),ბრაზილიის ულამაზეს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მდებარე “მარაკანას” სახელგანთქმულ სტადიონზე დაფიქსირდა. ”a-ha”-ს აღნიშნულ კონცერტს რიოში 196 000 ადამიანი დაესრო,რითაც გააუმჯობესა წინა რეკორდი,რომელიც დიდი ინგლისელი მუსიკოსის პოლ მაკარტნის კონცერტზე იყო დამყარებული (აუდიტორია 191 000 ადამიანი).როგორც მოგვიანებით ჯგუფის წევრები იხსენებდნენ,ისინი იმდენად კონცერტს არ დაუღლია,რამდენადაც ავტოგრაფების გაცემამ დაღალა,რადგან მათმა კონცერტის მიმდინარეობისას და რიოს სასტუმროში,დაახლოებით 10 000 ავტოგრაფი გასცეს. (ავტორი გენია.ჯი)