ფილიპ კოლინსი – “მე გავძარცვე ვეტერანები”
2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში,კერძოდ მიჩიგანის შტატში მაცხოვრებელმა 73 წლის ფილიპ კოლინსმა თაღლითობის უცნაურ ხერხს მიმართა: იგი მიდიოდა ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში და მათ მეპატრონეევბს სთავაზობდა გაეღოთ ჯართის გარკვეული ნაწილი შემოწირულობის სახით.იგი ირწმუნებოდა,რომ აღნიშნული შემოწირულობა გამოყენებულ იქნებოდა ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალის დასამზადებლად. (ავტორი გენია.ჯი) ფილიპის ასეთ წინადადებას,რაღა თქმა უნდა ყველა ჯართის ჩამბარებელი პუნქტის მეპატრონე სულგრძელად გამოეხმაურა და საკმაოდ დიდი ოდენობის ჯართი გადასცეს კიდეც.მას შემდეგ,რაც ფილიპ კოლინსის მიერ შეპირებული მემორიალი არსად არ იქნა დადგმული,მისით სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ და იგი დააკავეს.ძიებისას აღმოჩნდა,რომ ფილიპი შემოწირულობით მიღებულ ჯართს სხვადასხვა შტატების ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში აბარებდა და ფულს თავად ითვისებდა.შესაბამისად,მას არანაირი მემორიალის აგებასთან კავშირი არ გააჩნდა.მიჩიგანის შტატის ქალაქ საგინოს საოლქო მოსამართლემ ა.ტ.ფრენკმა, 73 წლის ბრალდებული თაღლითობაში დამნაშავედ სცნო და 9 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.სასამართლო სხდომის დასასრულს მოსამართლემ მსჯავრედბულს განუცხადა: “თქვენ,აუცილებლად უნდა იყოთ დასჯილი სამაგალითოდ”.გარდა ზემოაღნიშნული ფულადი ჯარიმისა,ფილიპს შეფარდა საზოგადოებრივი სასჯელიც,რაც მდგომარეობდა იმაში,რომ კოლინსს,რომელსაც ყელზე ჩამოკიდებული ექნებოდა სამარცხვინო წარწერის მქონე ბანერი: “მე გავძარცვე ვეტერანები”,ჯაგრისით უნდა გაეხეხა ქალაქში განთავსებული ვეტერანებისადმი მიძღვნილი ძეგლი,რაც აღასრულა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)