პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც მათემატიკური ანალიზის,ფუნქციების თეორიისა და ციფრების თეორიის განვითარებაში უდიდესი წვლილის დამდებ გერმანელ მათემატიკოსს - პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლეს (1805-1859 წლები) და მის მეუღლეს რებეკა მენდელსონ-ბართოლდს პირველი შვილი შეეძინათ,დიდმა მეცნიერმა გერმანიის ქალაქ დიურენში მაცხოვრებელ საკუთარ მშობლებთან შემდეგი სახის შეტყობინება გააგზავნა:  ”2+1=3″,რაც მანიშნებელი იყო იმისა,რომ დირიხლესა და მისი მეუღლის ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დირიხლეს მიერ მშობლებისადმი გაგზავნილი ეს წერილი სპეციალისტების მიერ აღიარებულ იქნა როგორც,ყველაზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)