დიდი მეცნიერები – “ღვთის” არსებობის შესახებ…

1. “მწამს,რომ ღმერთმა შექმნა სამყარო,მის განლაგებასა და თვალსაწიერშია ყოველივე და შეიძლება ითქვას,რომ იგი საწყისზე უფრო დიდია”. – ვერნერ ფორსმანი (დიდი გერმანელი მედიკოსი – ქირურგი)

2. “მეცნიერულმა კვლევამ ისეთ დასკვნამდე მიგვიყვანა,რომელიც აძლიერებს ბიბლიურ სწავლებას ღვთაებრივი სიბრძნითა და ძალმოსილებით სამყაროს შექმნის თაობაზე”. – რიჩარდ ბლუმი (სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი) (ავტორი გენია.ჯი)

3. “მეცნიერება მრავალი მორალური და ეთიკური პრობლემის წინაშე აყენებს ჩვენს სწავლულებს.იმ შემთხვევაში,თუ მეცნიერს სწამს ღვთის არსებობა,მას უადვილდება ამ პრობლემათა გადალახვა.მეცნიერი აღსავსე უნდა იყოს მოთმინებითა და თავმდაბლობით,რისი მიღწევაც მხოლოდ სულგრძელობითაა შესაძლებელი”. – მაქს ბორნი (გენიალური გერმანელი ფიზიკოსი,კვანტური მექანიკის ფუძემდებელი და ნობელიანტი ფიზიკის დარგში)

4. “როდესაც ვამბობთ,რომ სამყაროში ყოველივე გარკვეულ ფიზიკურ კანონთა მეშვეობით ხორციელდება,გვავიწყდება მთავარი.არავითარი კანონი არ იქმნება კანონმდებლის გარეშე,საინტერესოა,რომელმა კანონმდებელმა აამოქმედა ეს კანონები”. – უილი ვორჩესტერი (გამოჩენილი ამერიკელი ფიზიკოსი)

5. “მეცნიერების მიერ აღიარებული ყველაზე დიდი ფუნდამენტური კანონი გახლავთ ის,რომ ფიზიკურ სამყაროში,ყოველივეს გააჩნია თავისი მიზეზი და რომ ყოვლად წარმოყდგენელია ქმნილებათა არსებობა შემოქმედის გარეშე”. – ბერნარდ ოლდმანი (ამერიკელი ბუნებისმეტყველი)

6. “ათეისტები უარყოფენ სულიერ განკურნებას.მწამს,რომ ეშმა პიროვნებაა და ადამიანის გული ეშმაკის მიერ ღმერთის საწინააღმდეგო ბრძოლის ველია”. – რიჩარდ ბლიუმი (სტევფუნდის უნივერსიტეტის ელექროტექნიკისა და მატერიალთმცოდნეონის პროფესორი)

7. “მაცხოვრისა და წმინდა პავლეს მადლი გულმოწყალების მიერია და არა გონისმიერი,რადგან მათ ჩვენი განსწავლა კი არ სურდათ,არამედ ჩვენი გულების გათბობა,მათი წესრიგი სხვა არა არის რა,თუ არა,ყოველწამიერი გადახრა,ყოველწამიერი გადახვევა გონისმიერი წესრიგიდან,გადახვევა,რომელიც ამოკლებს მიზნისკენ მიმავალ გზას და უფრო ცხადად წარმოგვიჩენს ჩვენი არსებობის საბოლოო მიზანს”. – ბლეზ პასკალი (გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფიზიკოსი და ფილოსოფოსი)

8. “მეცნიერების ფასეულობა კომპიუტერის ღირებულების ტოლფასია,მაგრამ ადამიანმა კომპიუტერებს არ უნდა მიანდოს სიკეტისა და ბოროტების პრობლემათა გადაწყვეტა.კომპიუტერს ხომ არავითარი საერთო არ გააჩნია ჩვენს გრძნობებთან და სინდისთან.რწმენა იმისა,რომ კაცობრიობა შეიძლება სამეცნიერო და მეთოდოლოგიური წესით მოწესრიგდეს,ცთომილებათა საწყისია.მე მეტად მაწუხებს და მაშინებს ის,რომ თანამედროვე მეცნიერებას,რომელსაც ტენდენცია ახასიათებს – ახალ რელიგიად არ იქცეს”. – არტურ კომარი (ცნობილი ამერიკელი ბუნებისმეტყველი და პროფესორი)

9. “ღმერთმა შექმნა სამყარო,მისცა მას კანონები და ეს კანონები უცვლელია”. – ვერნერ ფორსმანი (დიდი გერმანელი მედიკოსი – ქირურგი)

10. “ბუნებაში ახალი აღმოჩენების კვლევას,უთუოდ ღმერთის აღიარებამდე მივყავართ,მაგრამ რა უშლის ადამიანს ხელს,ღმერთის არსებობა აღიაროს,თუ არა გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე”. – ფრიდრიხ ერენბერგერი (გამოჩენილი გერმანელი ქიმიკოსი) (ავტორი გენია.ჯი)