ადოლფ ჰიტლერის ინტერვიუდან…

“სოციალიზმი – ეს მთელი მეცნიერებაა საყოველთაო კეთილდღეობაზე.კომუნიზმი სოციალიზმი არ არის.არც მარქსიზმია სოციალიზმი,კომუნისტებმა და მარქსისტებმა ეს ტერმინი ხელოვნურად მიიწერეს და დაამახინჯეს.მე მათ სოციალიზმს აუცილებლად გამოვგლეჯ ხელიდან.სოციალიზმი ძველისძველი არიული ინსტიტუციაა.ჩვენი წინაპრები ყოველთვის ფლობდნენ ტერიტორიებს,ამის კანონიერი უფლება ჰქონდათ და საყოველთაო კეთილდღეობის იდეებს იცავდნენ.მარქსიზმი თვითნებურად უცვლის სოციალიზმს არსს,რადგან იგი არ უარყოფს კერძო საკუთრების კანონიერებას და გაცილებით პატრიოტულია.ჩვენ შეგვეძლო პარტიისთვის “ლიბერალური პარტია” დაგვერქმია,მაგრამ “ნაციონალურ-სოციალისტური” ავირჩიეთ,რადგან ინტერნაციონალსტები არ ვართ.ჩვენი სოციალიზმი მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური ხასიათისაა და ვიღწვით,რომ სახელმწიფომ,მუშათა კლასის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს,რადგან ჩვენთვის რასა და სახელმწიფო ერთი და იგივეა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“მტერი ერთ გოჯ მიწასაც ვერ დაიკავებს,თუ ხალხში ეროვნული სულისკვეთება გაიღვიძებს.ათი მილიონი გერმანელი დღესვე მზადაა გერმანიისთვის მოკვდეს.ეს იმ ორმოცდაათ მილიონ ადამიანზე დიდი ძალაა,რომელთა ნება დამთრგუნველია,რასობრივი შეგნება კი მოწამლულია უცხოელების მიერ.ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ ძლევამოსილი გერმანია,რომელიც ყველა გერმანულ ტომს გააერთიანებს.ქვეყნის გადარჩენა,სულ უმნიშვნელო წამოწყებით შეიძლება დაიწყოს.მხოლოდ ხუთი ჰექტარი მიწა რომ გვქონდეს,მზად ვართ,მის დასაცავად სიცოცხლე გავწიროთ და ეს ხუთი ჰექტარი,ერის აღორძინების ცენტრად ვაქციოთ.ჩვენს მუშათა კლასს ორმაგი სული უდგას: გერმანული და მარქსისტული.ამიტომ მიზნად უნდა დავისახოთ,მათში გერმანული სული გავაძლიეროთ,ხოლო მარქსისტული – ჩავკლათ,რადგან მარქსიზმი და გერმანიზმი ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა.სახელმწიფოს მოწყობის ჩემეულ გეგმაში უცხოელების,სპეკულანტების და მევახშეების ადგილი არ მოიძებნება.არ გვჭირდება ისინი,ვისაც არ შესწევს უნარი,ქვეყნის საკეთილდღეოდ იღვაწოს”. (ავტორი გენია.ჯი)