შარლ დე გოლის მოსაზრებები…
1. “უკიდურესი აღტკინების ჟამს საფრანგეთი ხან ზღაპრულ ფერიად წარმომიდგენია,ხან კიდევ – ფრესკაზე გამოსახულ ღვთისმშობლად…”
2. “რას იზამ,უფალმა ჩემდა ჭირად გამაჩინა ამსიმაღლე…”
3. “საფრანგეთი ხმალმა შექმნა – ჩვენს მამებს ისტორიაში ბრენუმის მახვილმა გაუკვალა გზა…”
4. “…ახლა უკვე ყველა ფრანგს მშვენივრად მოეხსენება,რომ ჩვენთან ხელისუფლების ჩვეულებრივი ფორმები აღარ არსებობს; როცა ჩვენი ხალხის სული შფოთავს,უხერხემლო ხელისუფლება კი მსახურად დაუდგა მტერს,მე – გენერალი დე გოლი – ფრანგი ჯარისკაცი და მეთაური,საფრანგეთის სახელით ლაპარაკის უფლებას საკუთარ თავზე ვიღებ! საფრანგეთის სახელითვე საჯაროდ და ოფიციალურად ვაცხადებ:
ყველა ფრანგს,ვისაც ხელში იარაღი უჭირავს,წმიდათაწმინდა მოვალეობა აკისრია – გააგრძელოს წინააღმდეგობა.საფრანგეთის თუნდაც კიდევ ერთი გოჯი მიწის დათმობა მტრისთვის ერის წინაშე დანაშაულის ტოლფასია! როცა ამას ვამბობ,პირველ რიგში,ჩრდილო აფრიკაში მცხოვრებ ფრანგებს მივმართავ – საფრანგეთის ჯერაც თითქოსდა მშვიდობიან ნაწილს: დაუშვებელია,რომ იგივე პანიკა,რამაც ბორდო მოიცვა,ზღვისგაღმაც გავრცელდეს…
საფრანგეთის ჯარისკაცებო – სადაც არ უნდა იყოთ,იარაღი აისხით!” (ავტორი გენია.ჯი)
5. “სიმარტოვე ჩემთვის ცდუნება იყო,ახლა კი ჩემი მეგობარი გახდა”.
6. “ბებერი მიწა,წლებით დაღარული,წვიმითა და ქარიშხლით გადაპრიალებული,მცენარეულობისაგან გაძარცვული,მაგრამ მარად მზადმყოფი – გამოიღოს ყოველი ნაყოფი,რომელიც სამომავლო ახალ ცხოვრებას დააწყებინებს.
ბებერი საფრანგეთი – ისტორიით დათრგუნვილი,სასიკვდილოდ დაჭრილი ომებითა და რევოლუციებით,განუწყვეტლივ აღზევებასა და დაცემას შორის მიმომავალი,საუკუნიდან საუკუნეში განახლების უზადო ნიჭით დაჯილდოებული და კვლავ და კვლავ,აღდგენის გზაზე დამდგარი!
ბერიკაცი – მრავალჭირგამოვლილი,ჯაფით დაღლილი,მარადიული სუსხის მოახლოების შემგრძნობი,მაგრამ ბნელიდან ნათელი სხივის მარად მოიმედე…” (ავტორი გენია.ჯი)