ჯოაკინო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”
1829 წელს გენიალურმა იტალიელმა კომპოზიტორმა - ჯოაკინო ანტონიო როსინიმ (1792-1868 წლები) დაწერა ოთხი აქტისაგან შემდგარი “შედევრი-ოპერა” – “ვილჰელმ ტელი”.ოპერის პრემიერის შემდეგ,როსინის ქუჩაში შეხვდა ასევე დიდი იტალიელი კომპოზიტორი – დომენიკო გაეტანო მარია დონიცეტი,რომელიც,თავის მხრივ აღფრთოვანებული გახლდათ აღნიშნული ოპერით.მათ შორის გამართული დიალოგისას,დონიცეტიმ,ისე,რომ არავის გაეგონა,როსინის ჩურჩულით უთხრა:
- მინდა აღიაროთ,რომ ოპერა “ვოლჰელმ ტელი” მარტო თქვენი დაწერილი არ არის და მის შექმნაში გყავთ თანაავტორი!
- თქვენ ცდებით ჩემო მეგობარო! “ვილჰელმ ტელი” მხოლოდ მე,სრულიად მარტომ დავწერე, – უპასუხა უცნაური შეკითხვით დაბნეულმა ჯოაკინომ.
- არა,არა,ნუ უარყოფ ცბიერო! პირველი და მესამე აქტები ნამდვილად თქვენი დაწერილი იქნება,ხოლო მეორე აქტი კი,დარწმუნებული ვარ,რომ თავად უფალი ღმერთის მიერ არის დაწერილი! – მიუგო როსინის,ოპერით აღფრთოვანებულმა დონიცეტიმ. (ავტორი გენია.ჯი)