ნიკოლოზ ბერდიაევის მოსაზრებები…
1. “არანაირ მსოფლიო ჰარმონიას,არანაირ მსოფლიო წესრიგს არ შეუძლია თუნდაც ერთი არსების უსამართლო ტანჯვასთან და გაწამებული ბავშვის ცრემლიანი თვალების არსებობასთან შეგვაგუოს.ასეთი შემთხვევები გვაიძულებს,მსოფლიო ჰარმონიაში შესასვლელი ბილეთი უკან იქნას დაბრუნებული”.
2. “სასწაული რწმენისაგან უნდა წარმოიშვას და არა რწმენა სასწაულისგან”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “თუკი თქვენ ვერ აცნობიერებთ სიმართლეს და არ გამოთქვამთ მას,ამაში დამნაშავე თავად ხართ და არა სიმართლე”.
4. “წმინდაა არა საზოგადოება,არა სახელმწიფო,არა ერი,არამედ – ადამიანი”.
5. “ბოლშევიზმი – დიდი ინკვიზიტორის კვალდაკვალ დადის”.
6. “დარწმუნებული ვარ,რომ ჯოჯოხეთის მხარდამჭერები არიან ის ადამიანები,რომელთაც სურთ იქ სხვა ადამიანები იხილონ”.
7. “დემოკრატია – გახლავთ ის წყობა,სადაც ჯერ კიდევ არ იციან ვის მოუსმინონ,თუმცა უკვე კარგად იციან,თუ ვის არ უნდა დაუგდონ ყური”.
8. “ღმერთს უარყოფენ ან იმისათვის,რომ სამყარო ასეთი ცუდია,ან კიდევ იმისათვის რომ სამყარო ასეთი კარგია”.
9. “ცოდნა – იძულებითია,რწმენა – თავისუფალი”.
10. “თავისუფლების უბოროტესი მტერი – მაძღარი და კმაყოფილი მონაა”. (ავტორი გენია.ჯი)