მუსტაფა ქემალ ათათურქი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1919 წელს თურქულმა არმიამ დაძლია და დაამარცხა ბერძნული საჯარისო შენაერთები ქალაქ იზმირთან,ბერძნებისაგან განთავისუფლებული ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938 წლები) საავტომობილო კორტეჟი.იზმირის ქუჩები მოსახლეობასთან ერთად,სავსე იყო თურქი სამხედროებითაც,რომლებიც ათათურქის მანქანის საბურავებისაკენ დამარცხებული ბერძნების დროშებს ისროდნენ.მოულოდნელად,ესკორტი გაჩერდა და ავტომობილიდან ათათურქი გადმოვიდა,რომელმაც იქ შეკრებილ თურქ ჯარისკაცებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “დროშა – სუვერენული ერის ეროვნული სიმბოლო გახლავთ.ამიტომ ყოვლად დაუშვებელია მისი შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა”, – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ,იგი დაიხარა,მანქანის საბურავებთან დაგდებული ბერძნული დროშა ხელში აიღო,ჩაჯდა ავტომობილში და იქაურობას გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)