ღრუბლისებრი რძიანა
ღრუბლისებრი რძიანა -ინგლისურ ენაზე “Euphorbia obesa”,წარმოადგენს საოცარი ფორმის მქონე მრავალწლოვან სეკულენტურ მცენარეს,რძიანას სახეობის,რძიანისებრნთა ოჯახისა.იგი გახლავთ მცირე ზომის სეკულანტური მცენარე,რომელიც ფორმით ქატუსის მაგვარია.გარდა ამისა ჩამოჰგავს ქვას,ან მომწვანო-ყავისფერ საფეხბურთო ბურთს.იგი არ შეიცავს ეკლებსა და ტოტებს,თუმცა შეიცავს უცნაური ფორმის მქონე სფეროების კომპლექტს.მისმა მაქსიმალურმა დიამეტრმა შესაძლოა 9-10 სანტიმეტრს მიაღწიოს.ხოლო სიმაღლით 20-30 სანტიმეტრი იზრდებიან.”ღრუბლისებრი რძიანა”-ს ფესვებს კონუსისსებური დაბოლოება აქვთ.ტანის ლულა 8 კუთხიანი აქვს,ყოველგვარი ტოტების გარეშე და გააჩნია სფეროსებული ფორმა.იკეთებს ძალიან მცირე ზომის ყვავილებს,რომლებიც ძალიან მალე სცვივათ.მისი გავრცელების არეალს შეადგენს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი კარუ (ჩრდილოეთ კაპსის პროვინცია) და გრააფ-რეინეტის შემოგარენი.ამ რეგიონებში ისინი ძირითადად ხარობენ ქვოვან და ქედოვან,ფიქალის მეტამორფული ქანების ნამსხვრევებს შორის,ზღვის დონიდან 300-900 მეტრ სიმაღლეზე. (ავტორი გენია.ჯი) “ღრუბლისებრი რძიანა” ერთ-ერთი უიშვიათესი ენდემური სახეობის მცენარეა და ბუნებრივ პირობებში მისი გაქრობის დიდი დაფრთხეც არსებობს,რადგან მასზე დიდ მოთხოვნილებას გამოხატავს კოლექციონერები და ექსპორტიორები.ამის გამო კი აღნიშნულ სახეობას იცავს,როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა,ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაც. (ავტორი გენია.ჯი)