ჩადის რესპუბლიკის “ეროვნული გერბის” შესახებ…
ცენტრალურ აფრიკაში მდებარე – ჩადის რესპუბლიკის დღეისათვის მოქმედი ეროვნული გერბი,ოფიციალურად მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1960 წლის 11 აგვისტო) მხოლოდ ათი წლის შემდეგ,კერძოდ 1970 წელს.გერბის გამოსახულია თხა და ლომი,რომელთაც თათებით უპყრიათ ლურჯი ტალღების გამოსახულების მქონე ფარი.მის ქვემოთა ნაწილში წარმოდგენილია მედალიონი და ფრანგულ ენაზე დაწერილი ეროვნული დევიზი: “ერთობა,შრომა,პროგრესი”.ხოლო ზემოთა მხარეს გამოსახულია ამომავალი მზე (აისი).ფარზე ასახული ლურჯი ფერის ტალღები სიმბოლიზირდება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს – ჩადის ტბასთან (აღნიშნული ტბა დაახლოებით 20 მილიონი ადამიანისათვის მტკნარი წყლის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ იგი საჰარის უდაბნოს უკიდურეს კიდეზე მდებარეობს); ამომავალი მზე ასოცირდება ახალ საწყისთან; თხა – ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს,ხოლო ლომი კი – ჩადის სამხრეთ ნაწილს ასახავს.ჩადის ეროვნულ გერბზე გამოსახული ფარის მიხედვით,შემქნილ იქნა ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – “ჩადის რესპუბლიკის ეროვნული ორდენი”,რომელიც გადაეცემათ იმ ადამიანებს,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წარმატებაში. (ავტორი გენია.ჯი)