“კოსმოსური ობიექტების” სახელწოდებების შესახებ…
ყოველივე არსებულის ერთობლიობის ანუ – “სამყაროს” შედარებით ცარიელ ნაწილში – “კოსმოსში”,სადაც ატმოსფეროს საზღვრებს გარეთ განთავსებული არიან ციური სხეულები,ყოველ ციურ სხეულს (პლანეტებს,ასტეროიდებს,ვარსკვლავებს,თანავარსკვლავედებს და სხვა),სპეციალისტებმა და მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების (“ნატო”,”იუნესკო”,”გაერთიანებული ერების ორგანიზაცია’),მითოლოგიური ღმერთების,ლიტერატურული პერსონაჟების,მწერლების,მუსიკოსების,მეცნიერებისა თუ სხვა სპეციალობის მქონე ცნობილი ადამიანების სახელები უწოდეს.მაგალითად,ავიღოთ ლიტერატურული პერსონაჟები: სულ კოსმოსში არსებულ 112 სხვადასხვა კოსმოსურ ობიექტს ეწოდა ისეთი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების სახელები,როგორებიცაა – “მადამ ბოვარი” (გენიალური ფრანგი მწერლის – გუსტავ ფლობერის რომანის – “მადამ ბოვარი – პროვინციული ზნე-ჩვეულებები”-ს მთავარი გმირი); ალექსანდრე პუშკინის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების – “ევგენი ონეგინის” მთავრი გმირი – ევგენი ონეგინი და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,კოსმოსს თავისი გენიალური კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მთელი კოჰორტაც ჰყავს – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი,ანტონიო სალიერი და სხვა,რომელთა რაოდენობა 130-ს შესადგენს.რაც შეეხება კოსმოსში არსებული სხვადასხვა ობიექტების მწერალთა სახელწოდებებს,სულ მათი რაოდენობა 275 მწერლითა თუ პოეტით განისაზღვრება,მაგალითად ისეთებით,როგორებიც არიან: ჯორჯ გორდონ ბაირონი,ჩარლზ დიკენსი და ასე შემდეგ.ისტორიული პერსონაჟებიდან,რიგ კოსმოსურ ობიექტებს უწოდეს – ნაპოლეონ I ბონაპარტის,ფრიდრიხ II დიდის და სხვა ცნობილი ისტორიული პერსონების სახელწოდებები.კოსმოსური ობიექტების დიდ ნაწილს უამრავი მითოლოგიური პერსონაჟის სახელიც უწოდეს.გარდა ამისა,კოსმოსური ობიექტების სახელწოდებები მდიდარია ფიზიკოსების,ქიმიკოსების,ბიოლოგების,ისტორიკოსების სახელწოდებებითაც და მათი საერთო რაოდენობა 550-ს შეადგენს.კოსმოსურ ობიექტებს ყველაზე მეტი სახელწოდება მინიჭებული აქვთ გეოგრაფიული ადგილმდებარეობებისა და ასტრონომების სახით (სულ 1172 ასტრონიმის სახელი აქვს მინიჭებული რიგ კოსმოსურ ობიექტებს).გარდა ზემოაღნიშნულისა,სხვადასხვა კოსმოსურ ობიექტებს მიენიჭათ ცნობილი ასტრონომების მეგობრებისა და ნათესავების,სულ 406 სახელწოდება.დღესდღეობით,სპეციალისტთა მონაცემების თანახმად კოსმოსში აღმოჩენილია 632 567 ობიექტი,რომელთაგანაც 385 184-ის მდებარეობა ორბიტაზე განსაზღვრულია და მათ თავიანთი ნომრები და სახელები აქვთ მინიჭებული. (ავტორი გენია.ჯი)