“ლიანხანატესის განძი”

“ლიანხანატესის განძი” – წარმოადგენს დღემდე ფართოდ გავრცელებულ და ერთობ პოპულარულ ლეგენდას,კოლუბამდელი ამერიკის უმსხვილესი სახელმწიფოს – ინკების იმპერიაში განვითარებული მოვლენის შესახებ.კერძოდ,თანამედროვე ეკვადორში მდებარე ლიანხანატესის ეროვნული პარკის მთებში გადამალული უზარმაზარი განძის შესახებ.1532 წელს,საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორი – ფრანსისკო პისარო (1475-1541 წლები),თანამებრძოლებთან ერთად თანამედროვე პერუს სანაპიროზე გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული თარიღი იქცა ინკების უზარმაზარი იმპერიის დაცემის საწყის პერიოდად.იმპერიის ცენტრალურ ნაწილში (ანდების მთებში) წარმოებული ბრძოლების შემდეგ (მიუხედავად იმისა,რომ ესპანელები მცირერიცხოვანნი იყვნენ),პისარომ ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი – ატაჰუალპა (1500-1533 წლები),ქალაქ კახამარკაში შეიტყუა და დაატყვევა.ცნობილია,რომ ინკებისათვის ოქრო და ვერცხლი იმდენად დიდ ფასეულ მეტალს არ წარმოადგენდა,როგორც ეს ევროპელებისათვის იყო მიღებული.ისინი ოქროს – “ღმერთის ოფლს” უწოდებდნენ,ხოლო ვერცხლს კი – “მთვარის ცრემლებს”.ინკებისათვის მალევე გახდა ნათელი,თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა გააჩნდა აღნიშნულ მეტალებს ევროპელთათვის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს,რომ ატაჰუალპა სწორედ ამ ძვირფასი მეტალების საშუალებით გამოესყიდათ.ესპანელებმა ინკების შეთავაზება მიიღეს და გამოსასყიდის გადახდის შემთხვეაში მისი გათავისუფლებცა აღუთქვეს.განთავისუფლების წინაპირობა მდგომარეობდა იმაში,რომ ინკებს,ის საკანი,სადაც ატაჰუალპა ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული – ჭერამდე ოქროთი უნდა აევსოთ.ერთი ვერსიის თანახმად,ინკებმა დაპირება აასრულეს,რამაც ესპანელები გააოგნა.თუმცა,მათი გაოგენება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა,რაც ატაჰუალპამ პისაროს თავისუფლების სანაცვლოდ,დამატებით,მისი საკნის გვერდით მყოფი საკნის ჭერამდე ვერცხლითაც ავსებაც დაპირდაა.აღნიშნული წინადადება ფრანსისკომ არ მიიღო,რადგან აღნიშნა,რომ მეორე საკანი ატაჰაულპას საკანთან შედარებით მცირე ზომის იყო.გაწბილებულმა ინკების მმართველმა,პისაროს მიუგო,რომ იმავე საკანს მეორედაც აუვსებდა ვერცხლით.ესპანელები ზღაპრულ წინადადებას დათანხმდნენ.ტავის მხრივ კი ინკებმა კონკისკადორების პირობები მიიღეს.ამ უდიდესი საგანძურის შეგროვება დაევალა ინკების იმპერიის სამხედრო ბელადს – რუმინიავის (ერთი ვერსიის თანახმად,ატაჰაულპას ძმა).პირობის დადებიდან სამი თვის ვადაში,ინკებმა,რუმინიავის მეთაურობით თავი მოუყარეს კონკისკადორებისათვის გადასაცემ განძს და (არც თუ ისე სანდო ვერსიის თანახმად) იგი ქალაქ კახამარკაში ჩაიტანეს კიდეც.მიუხედავად ამისა,კონკისკადორებმა,პირობა დაარღვიეს და ინკების უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი გაასამართლეს,რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს (ჩამოახრჩვეს).ყველაზე სანდო წყაროს ცნობით კი,ესპანელები ინკების აჯანყების შიშით არ დაელოდნენ გამოსასყიდის მიღებას და სწორედ ამიტომ ჩამოახრჩვეს მათი მმართველი.გაიგო-რა რუმინიავმა ატაჰუალპას სიკვდილით დასჯის ამბავი,ინკების მიერ შეგროვილი განძით თანამედოვე ეკვადორის ტერიტორიაზე გადავიდა და იგი “ლიანხანატესის მთებში”,ზესაიდუმლო ადგილას გადამალა.ლეგენდის თანახმად,ოქროსა და ვერცხლის რაოდენობა ფანტასტიკური მოცულობის მქონე იყო და საერთო ჯამში 750 ტონას შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა ვერსიის თანახმად,რუმინიავმა,რომელსაც კვალში უდგა ესპანელები,ძვირფასი განძი გადაყარა,რაც ერთობ საეჭვოა.მოგვიანებით,რუმანიავა კონკისკადორებმა დააკავეს და საშინელი წამების შედეგად მოკლეს კიდეც.თუმცა მისგან განძის ადგილსამყოფელი მაინც ვერ გაიგეს.

მას შემდეგ,საუკუნეებმა განვლო… “ლიანხანატესის განძის” კვლევა-ძიება კი მაინც არ წყდებოდა,რასაც უამრავი განძის მაძიებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.განძის მაძიებელთა იმდენად დიდი რაოდენოდა შეეწირა აღნიშნული განძის მოძიებას,რომ “ლიანხატანესის განძი” – “დაწყევლილად” იქნა აღიარებული.ზემოაღნიშნული ისტორია,პირველად ფართო საზოგაოებისათვის ცნობილი გახდა დიდი ინგლისელი ბოტანიკოსისა და მკვლევარის – რიჩარდ პრიუსისაგან (1817-1893 წლები),რომელმაც ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ 1860 წელს გამოცემულ ჟურნალში გამოაქვეყნა დოკუმენტები “ლიანხანატესის განძის” ლეგენდის შესახებ.აღნიშნულ დოკუმენტებს თან ახლდა დიდი ესპანელი მოგზაურის,მკვლევარის,ფარმაცევტისა და ზოოლოგის – ანასტასიო გუსმანის მიერ შედგენილი რუკაც,რომელიც მან ამავე განძის კვლევისას შეადგინა.ცნობილია ისიც,რომ გუსმანი,სწორედ აღნიშნული განძის ძიებისას დაიღუპა ლიანხანატესის მთებში. (ავტორი გენია.ჯი)

ატაჰუალპა

ატაჰუალპას ტყვედ აყვანა

ატაჰუალპას სიკვდილით დასჯა

რუმინიავი