ორნელა მუტის ბიოგრაფიიდან…
1. იტალიური და მსოფლიო კინოხელოვნების ლეგენდა - ორნელა მუტი,დაიბადა 1955 წლის 9 მარტს,იტალიის დედაქალაქ რომში.მისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლვათ – ფრანჩესკა რომანა რიველი.აღსანიშნავია,რომ თავისი ფსევდონიმი (ორნელა მუტი),მას დღემდე აღიზიანებს.აღნიშნულის შესახებ,ფრანჩესკამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა: “დღემდე მაღიზიანებს ჩემი ფსევდონიმი და ხშირად უპასუხოდ ვტოვებ იმ ადამიანებს,რომლებიც ორნელათი მომმართავენ.ოჯახსა და ახლობლებში ამ სახელით არასოდეს არავინ მიწოდებს და კვლავაც ფრანჩესკას მეძახიან”.
2. ორნელა მუტის მამა ნეაპოლელი გახლდათ და პროფესიით კორესპონდენტი იყო,ხოლო დედა – ელზა,რომლის მშობლები რუსეთში განხორციელებული რევოლუციის დროს ლენინგრადიდან ესტონეთში იყვნენ ემიგრირებული,საკმაოდ ცნობილი მოქანდაკე გახლდათ.ორნელას ბავშვობის გატარება სიღარიბეში მოუწია,რასაც ხელი მისი 10 წლის ასაკში ყოფნისას,მამის გარდაცვალებამაც შეუწყო.ოჯახის მთელი სიმძიმე დედის კისერზე გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ 13 წლის ასაკში მყოფმა ულამაზესმა გოგონამ ფოტომოდელობა გადაწყვიტა.სურათების გადაღება ორნელამ,ჟურნალისათვის – Fotomanzi-სთვის დაიწყო.გარდა ამისა პოზირება დაიწყო ეროტიკული ჟურნალებისთვისაც.მას შემდეგ,რაც ორნელას ფოტოები იხილა სკოლის ადმინისტრაციამ,მისი სკოლიდან გარიცხვა გადაწყდა,თუმცა იცოდნენ-რა ფრანჩესკას ოჯახის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა,სკანდალი გასაიდუმლოებულ იქნა და იგი სკოლიდანაც არ გაურიცხავთ.სკოლის ადმინისტრაციის წინაშე კი,ორნელამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: “დიახ,მე ასე გამოვიმუშავებ ფულს! მე არაფერს ვიპარავ!”
3. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ორნელას არასოდეს უოცნებია მსახიობის პროფესიას დაუფლებოდა და იგი კინოხელოვნებაში სრულიად შემთხვევით მას შემდეგ აღმოჩნდა,რაც საკუთარ დას – კლაუდიას (რომელიც გატაცებული იყო კინომსახიობის კარიერით) ახალი კინოფილმის – “ყველაზე ლამაზი ცოლის” კასტინგზე საგულშემატკივროდ გაჰყვა.სწორედ აღნიშნულ კასტინგზე შენიშნა ფილმის იტალიელმა მთავარმა რეჟისორმა – დამიანო დამიანიმ, 14 წლის ულამაზესი გოგონა და მთავარი როლის შესრულების პატივიც მას მიანიჭა.ცნობილია ისიც,რომ სწორედ ამავე რეჟისორმა უწოდა ფრანჩესკას ფსევდონიმად – ორნელა მუტი,რადგან იმ პერიოდში იტალიურ კინოში მოღვაწეობდა კიდევ ერთი რიველის გვარის მქონე მსახიობი ქალბატონი.
4. “ყველაზე ლამაზი ცოლის” გადაღებებისას,მის პარტნიორს წარმოადგენდა,ორნელაზე 10 წლით უფროსი იტალიელი მსახიობი – ალესიო ორანო,რომელიც მისი მეუღლის როლს განასახიერებდა.წყვილს მალევე შეუყვარდა ერთმანეთი,თუმცა,რამდენიმე ხანში მათი ურთიერთობა შეწყდა და ორნელამ ურთიერთობა დღემდე უცნობ პიროვნებასთან გააგრძელა.მაგრამ,მას შემდეგ,რაც ორნელას საყვარელმა მამაკაცმა შეიტყო,რომ გოგონა მისგან ფეხმძიმედ იყო,მასთან სასწრაფოდ გაწყვიტა ურთიერთობა. 18 წლის ასაკში მყოფ ორნელა მუტის,საზოგადოებისათვის უცნობი მამაკაცისაგან გოგონა,სახელად – ნაიკე შეეძინა და მხოლოდ ამის შემდეგ იქორწინა ალესიო ორანოსთან. (ავტორი გენია.ჯი)
5. ზემოაღნიშნულმა სადებიუტო ფილმმა ფრანჩესკას იმთავითვე დიდი წარმატება მოუტანა და იგი სხვადასხვა რეჟისორების მიერ,მრავალ კინოფილმში იქნა მიწვეული,მათ შორის შემდეგ კინოფილმებში – “ფიორინა”,აპასიონატა”,”სახალხო რომანი”,”სიცოცხლე მშვენიერია”,”პირველი სიყვარული”,”კაზანოვა”,”გრაფი მონტე-კრისტო” და სხვა.მისი კარიერის მანძილზე ორნელამ ისეთი გენიალური მსახიობების გვერდით ითამაშა,როგორებიცაა – მიკელე პლაჩიდო,ჟერარ დეპარდიე,მიშელ პიკოლი,პატრიკ დევერი,ალენ დელონი,კლაუს კინსკი და სხვები.
6. მოგვიანებით,ორნელა მუტი მეუღლეს დაშორდა და იქორწინა – ფედერიკო ფაკინეტიზე,რომელმაც სასჯელი ფინანსური მაქინაციებისათვის მოიხადა.თუმცა მასაც გაშორდა და მალევე იქორწინა ქსელური მარკეტინგის გენიოსად აღიარებულ და KGC Networcs Group-ის ხელმძღვანელთან – ფაბრის კერერვეზე.
7. დღესდღეობით ორნელა მუტის სამი შვილი ჰყავს.გააჩნია საკუთარი საიუველირო ნივთების მარკა და აწარმოებს ღვინოს,სახელწოდებით – “სააბატო”.ცნობილია ისიც,რომ იგი გასამართლებული და დაჯარიმებული იქნა გადასახადების დამალვის გამო.ეწევა ვეგეტარიანული ცხოვრების წესს,ძალიან ბევრს მოგზაურობს და როგორც თავად ირწმუნება,არასოდეს გაუკეთებია პლსტიკური ოპერაცია.იგი შესანინავი პოლიგლოტიცაა და ფლობს იტალიურ,ფრანგულ,ესპანურ და ინგლისურ ენებს. (ავტორი გენია.ჯი)