დარვაზა – “ჯოჯოხეთის კარიბჭე”
დარვაზა - წარმოადგენს გაზის კრატერს თურქმენეთის ტერიტორიაზე,რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს,როგორც – “ჯოჯოხეთის კარიბჭე”.იგი თურქმენეთის ერთ-ერთი სოფლიდან – ერბენტის,კიშლაკიდან (კიშლაკი – საზამთრო საცხოვრებელი,მუდმივად დასახლებული სასოფლო პუნქტი შუა აზიასა და ავღანეთში),90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.”დარვაზა”-ს კრატერის დიამეტრი,დაახლოებით 60 მეტრია,ხოლო მისი სიღრმე 20 მეტრი.1971 წელს,თურქმენეთის ტერიტორიაზე,სოფელ დარვაზასთან ახლოს,საბჭოთა გეოლოგებმა აღმოაჩინეს “მიწისქვეშა აირის საბადო”. (ავტორი გენია.ჯი) მალევე დაიწყო მიწის ბურღვა,რა დროსაც წააწყდნენ სიცარიელეს,რომელიც სავსე იყო ბუნებრივი აირით.შედეგად ჩამოიშალა მიწა და წარმოიქმნა 20 მეტრი სიღრმის მქონე კრატერისმაგვარი ღრმული.ჭაბურღილის კოშკი თავისი სრული “ამუნიციით” და იქვე მდგარი სატრანსპორტო საშუალებებით ღრმულში ჩაინთქა.თუმცა საბედნიეროდ ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.იმისათვის,რომ მიწიდან ამომავალ ბუნებრივ აირს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაეზიანებინა,გეოლოგებმა ბუნებრივ აირს ცეცხლი წაუკიდეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ფიქრობდნენ და იმედოვნებდნენ,რომ ხანძარი რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა,თუმცა ძალიან შეცდნენ.რადგან 1971 წლიდან მოყოლებული მასში ანთებული ცეცხლი დღემდე გიზდიზებს.2004 წელს,ამ ადგილიდან სოფელი დარვაზა გადატანილ იქნა სხვა ტერიტორიაზე.2010 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანულ ბერდიმუჰამედოვმა ესტუმრა “ჯოჯოხეთის კარიბჭე”-დ ცნობილ “დარვაზა”-ს,რა დროსაც განაცხადა,რომ კრატერი როგორმე უნდა “დააძინონ”,ან სპეციალისტებმა გამონახონ სხვა საშუალება,რათა მან ხელი არ შეუშალოს რეგიონში სხვა საბადოების მუშაობას და ბუნებრივი აირის მოპოვებას.აღნიშნულ კრატერთან კიდევ მდებარეობს ორი ანალოგიური წარმომავლობის მქონე კრატერი,თუმცა მისგან განსხვავებით მათ ცეცხლი არ უკიდიათ.აქვე ცნობილია ისიც,რომ ორივე კრატერში “დარვაზა”-გან განსხვავებით,ბუნებრივი აირი ბევრად მცირე მოცულობისაა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ბუნების ამ საოცარ ადგილს,მსოფიოდან უამრავი ტურისტი სტუმრობს და ერთგვარად იქცა იგი თურქმენეთის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირშესანიშნაობად.