იცით თუ არა,რომ

1. მას შემდეგ,რაც 1840 წლის 27 მაისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გენიალური იტალიელი კომპოზიტორი,მევიოლინე და გიტარისტი – ნიკოლო პაგანინი გარდაიცვალა,ქუჩებში ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა და ყვიროდა: ” – ის მონანიების გარეშე აღესრულა.სად არის,გვაჩვენეთ ეს ურჩხული.ეს გვამი შეარცხვენს ჩვენს ქალაქს!” (როგორც ცნობილია,მას მოსახლეობა ეშმაკისეულად მიიჩნევდა.სიკვდილამდე მუსიკოსი ორჯერ მოინახულა მოძღვარმა,თუმცა პაგანინიმ აღსარებაზე უარი განაცხადა.სასულიერო პირებმა გარდაცვლილ პაგანინის წესი არ აუგეს და როგორც ეშმაკისეული,ეკლესიის ეზოს გარე პერიმეტრზე,სრულიად საიდუმლოდ და უსახელოდ დაასაფლავეს)

2. დიდი ქართველი მსახიობი,მინიატურების სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და თავისი უბადლო იუმორით ცნობილი – თენგიზ ჩანტლაძე,საკუთარ მეუღლეს და შესანიშნავ ქალბატონს – ზაირა ჩანტლაძეს შემდეგი სიტყვებით ეხუმრებოდა ხოლმე: “შენ ჩემი მონაპოვარი ხარ – ანუ “მონაცა” და “პოვარიცო”. (ავტორი გენია.ჯი)

3. ანდრია პირველწოდებული,რომელიც უფალი ჩვენი იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო,პირველმა უწოდა იესოს – “მესია”.გარდა ამისა,სწორედ ანდრია იყო ის პირველი მოწაფე,რომელსაც ქრისტემ მოუწოდა სამოღვაწეოდ და აქედან წარმოდგება კიდეც მისი ზედწოდება – ანდრია პირველწოდებული.

4. მას შემდეგ,რაც ამერიკელმა – კინგ ჟილეტმა,ახალი კონსტრუქციის მქონე უვნებელი საპარსი გამოიგონა,ოჰაიოში ნათესავებთან მყოფ საკუთარ მეუღლეს მისწერა: “დამთავრდა,უზრუნველი მომავალი გარანტირებული გვაქვს”, – რაც სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა კიდეც.

5. საფრანგეთის ეროვნებით ქართველი ეროვნული გმირი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი – დიმიტრი ამილახვარი (1906-1942 წლები),დიდმა ფრანგმა გენერალმა და სარდალმა – მონკლარმა ასე დაახასიათა: “ის იყო დიდი,ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით – აღნაგობით,გამბედაობითა და კეთილშობილებით”.

6. აფრიკის კონტინენტზე მდებარე მდინარე ნილოსის სიღრმის გასაზომად ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ მოწყობილობას,რომელსაც – ნილომეტრს უწოდებდნენ.

7. დიდებული მუსიკალური მიმდინარეობის – “ჯაზის” სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი და ქვეყნის უდიდესი ნავსადგური – ახალი ორლეანი მიიჩნევა (ლუიზიანას შტატი).პირველ ჯაზმენად კი,ამავე ქალაქში მაცხოვრებელი ლეგენდარული მესაყვირე – ბადი ბოლდენია (1877-1931 წლები) აღიარებული.

8. ლეგენდარული ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს ცნობების თანახმად,ძველი ეგვიპტელები მუმიის დამზადებას სამოცდაათ დღეს ანდომებდნენ.აქედან 15 დღე სჭირდებოდა სხეულის გაწმენდას, 40 დღე – გამოშრობას და 15 დღე კი – გადახვევას. (ავტორი გენია.ჯი)

9. ფანი კაპლანი (ფეიგა როიტბლატი),რომელმაც ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,ბოლშევიკური რევოლუციის ბელადს – ვლადიმერ ლენინს მიხელსონის ქარხანაში გამართული მიტინგის დროს ესროლა და დაჭრა,ნახევრად დაბრმავებული მარტოხელა ქალი იყო.

10. გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი,მათემატიკოსი,ასტრონომი და ფილოსოფოსი – ისააკ ნიუტონი,იმ გამოთვლებით,რომელიც დამყარებული გახლდათ იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველებაზე,სამყაროს აღსასრულის თარიღად 2020 წელს ასახელებდა.