კეფალე – ფილოსოფია “სიბერის” შესახებ…

“ჩემი ხნის ხალხი ერთად ვიკრიბებით ხოლმე,რითაც ვამართლებთ ძველ ანდაზას.თავს რომ მოვიყრით,ბევრი ჩვენგანი სინანულით იგონებს სიჭაბუკეში განცდილ სხვადასხვა სანუკვარ სიამოვნებას – სასიყვარულო განცხრომას,ქეიფს,ღრეობას და სხვა მისთანათ,თანაც ისე ბუზღუნებენ,თითქოს დიდი რამ დაეკარგოთ: ცხოვრება თუ იყო,ის იყო,აბა,ამას ცხოვრება ეთქმისო? ზოგიერთი ბერიკაცი შინაურებს უჩივის – არად მაგდებენო, და ყველა ხმაშეწყობილად დასძახის,სულ სიბერისგან გვჭირს,რაცა გვჭირსო.მაგრამ,მე თუ მკითხავთ,სულ ტყუილად ადანაშაულებენ სიბერეს,რადგანაც სიბერე რომ იყოს უბედურების მიზეზი,მაშინ ხომ ასეთივე ზემოქმედება უნდა მოეხდინა ჩემზედაც და ბევრ სხვა ბერიკაცზედაც,ვინც ჩემი ხნისა მოიყარა.მაგრამ მე შევხვედრივარ არა ერთსა და ორ ბერიკაცს,ვინც სულ სხვანაირად განიცდიდა სიბერეს.ასე მაგალითად,ერთხელ პოეტ სოფოკლეს ჩემი თანდასწრებით ჰკითხეს: “სასიყვარულო განცხრომაზე რას იტყვი სოფოკლე? ჯერ კიდევ შეგიძლია ქალის ალერსით თრობა?” “გაჩუმდი,თუ ღმერთი გწამს, – მიუგო მან, – ისეთი სიხარულით გამოვექეცი ამას,როგორც გაურბიან გამძვინვარებულსა და სასტიკ მბრძანებელს”.სოფოკლეს პასუხი მაშინაც დიდად მომეწონა და არც ახლა მომწონს ნაკლებ.რადგანაც სიბერეს სრული სიმშვიდე და ყოველგვარი ვნებათაღელვისაგან განთავისუფლება მოსდევს,ვნებათა დაცხრომა კი სწორედ იმნაირ შეგრძნებას იწვევს,როგორიც ჰქონდა სოფოკლეს,ესე იგი,ურიცხვი მძვინვარე მბრძანებლისაგან თავის დაღწევის გრძნობას.ხოლო ზემოხსენებული ბერიკაცების დრტვინვისა და მათი ოჯახური უსიამოვნების მიზეზი სიბერე კი არაა,არამედ თვით ადამიანის ბუნება.წესიერი და თავდაჭერილი კაცისთვის სიბერე არც ისე ძნელი ასატანია,უწესოს და აღვირახსნილს კი სიბერის გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისაც”. (ავტორი გენია.ჯი)