ჩჟან ჟუნი – “გარეული გედები”

“გარეული გედები” - ინგლისურ ენაზე “Wild Swans”,წარმოადგენს ჩინური წარმომავლობის მქონე,დიდი ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი ქალის - ჩჟან ჟუნის მიერ 1991 წელს გამოქვეყნებულ,სადებიუტო და ისტორიულ ავტობიოგრაფიულ რომანს,რომელიც გამოქვეყნებიდან მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად.ამ რომანს დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “ჩინეთის სამი ასული”.აღნიშნულმა რომანმა ორი ჯილდო – “ბრიტანული წლის წიგნის” და “NCR Bood Award”-ის პრემიები დაიმსახურა.რომანში აღწერილია სამი თაობის ჩინელი ქალების ცხოვრება.

წიგნი იწყება,თავად მწერლის ბებიის – იუფანის მოკლე ბიოგრაფიით.იგი წარმომავლობით უღარიბესი ჩინური ოჯახიდან გახლდათ,რაც მიზეზი შეიქნა მისი მამის მხრიდან ჩადენილი საშინელი აქტისა.იუფანი მამამისმა,პოლიციის მინისტრს საყვარლად გადასცა.ამ მოვლენით კი მას სურდა არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება,არამედ სოციალური სტატუსის მომატებაც,რადგან ისე ცხოვრება იმ პერიოდის ჩინურ საზოგადოებაში ფაქტიურად შეუძლებელი იყო.მოგვიანებით იუფანი ქორწინდება გენერალზე,რომელსაც გარდა იუფანისა ჰყავდა ცოლი და რამდენიმე საყვარელი ქალი.ამ პერიოდში იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ქორწინების შემდგომ აღმოჩნდა საკმაოდ მდიდარ ოჯახში,სადაც მოსამსახურეების გარემოცვაში იყო.თუმცა მეუღლე ექვსი წლის მანძილზე მასთან არ გამოჩენილა.მიუხედავად იმისა,რომ მდიდარ ოჯახში იყო,იუფანისათვის იქ ცხოვრება მაინც საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული,რადგან მას ამ პერიოდის მანძილზე,ყოველთვის ეშინოდა გენერლის პირველი ცოლის.გარდა ამისა დიდი შიში გააჩნდა მოსამსახურეების,რომელთაც შეეძლოთ მის წინააღმდეგ გენერალი ქმარი განეწყოთ.ქორწინებიდან მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ ესტუმრა გენერალი იუფანს.მოგვიანებით მათ ქალიშვილი – ჟუნ ჩჟან დეჰუნი შეეძინათ (მწერლის დედა).სანამ ბავშვი გაიზრდებოდა,იუფანი ხშირად სთხოვდა მეუღლეს,საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. და როდესაც დაავადმყოფდა,პრინციპულად დაუყენა საკითხი სახლის შეცვლისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა გენერალი მალევე აღესრულა და რადგან მას პირველ ცოლთან შვილი არ ჰყავდა იუნი გახდა მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრე.შეშინებულმა იუფანმა,იმის გამო,რომ ქმრის პირველ მეუღლეს შური არ ეძია,დატოვა ყველაფერი და ბავშვთან ერთად მშობლების სახლს შესაფარა თავი.მანამდე კი გაავრცელა ტყუილი გენერალის სანათესაოში,რომ ბავშვი გარდაიცვალა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სიკვდილის წინ გენერალმა იუფანი გაანთავისუფლა ყოველგვარი ცოლ-ქმრული და “საყვარლური” ვალდებულებებისაგან.ამ პერიოდში იგი მხოლოდ 24 წლის ასაკში იმყოფებოდა.მოგვიანებით იუფანი კვლავ დაქორწინდა,პროფესიით ექიმზე – სიაზე,რომელთან ერთადადაც მანჯურიაში გადავიდა საცხოვრებლად.
რომანის შემდგომი თავი ეხება იუნის დედას – ჟუნ დეჰუნს.მან 15 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგებში.რევოლუციის მასშტაბების ზრდასთან ერთად,მას პარტიამ დიდი დახმარება აღმოუჩინა და შესაბამისად პარტიული ფუნქციებიც გაუზარდა.მალევე გაიცნო მაღალი თანამდებობის პირი შოუი,რომელიც თავად მწერლის მამა გახდა მალევე.აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდისათვის,როდესაც ჟუნი დაიბადა მისი მშობლები დაქორწინებული არ იყვნენ და მხოლოდ შემდგომ დაქორწინდნენ.მიუხედავად ქორწინებისა,პარტია მათგან მოითხოვდა,რომ უფრო მეტი ყურადღება სამსახურისათვის დაეთმოთ,ვიდრე ერთმანეთისათვის.მალევე ისინი ჟუნის მამის მშობლიურ ქალაქ იბნში გადაიყვანეს.მგზავრობა ურთულესი აღმოჩნდა,რადგან საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა.მამა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მანქანით მგზავრობდა,მაშინ,როდესაც მისი მეუღლე გზის ურთულეს მონაკვეთს ფეხით გადიოდა.თუმცა,მან არ იცოდა,რომ ჟუნ დეჰუნი ფეხმძიმედ იყო.ამ დროს მას მუცელი მოეშალა,რის შემდეგაც საბოლოოდ თქვა უარი ცოლის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობებზე და მათ შემდეგ კიდევ ხუთი შვილი შეეძინათ.
რომანის შემდგომი თავი ეხება თავად ჩჟან ჟუნს.როდესაც ჩინეთში “კულტურული რევოლუცია” დაიწყო,იგი ჯერ კიდევ მოზარდი იყო.მოგვიანებით ჩაეწერა ჰუნვეიბინების რაზმში (წითელგვარდიელები),თუმცა მალევე ჰუნვებეინების მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო,ორგანიზაციის რიგები დატოვა.”მაოს კულტის” ზრდას კი ჩინეთში,უკვე ადამიანების ცხოვრებისათვის საკმაოდ საშიში მოვლენები მოყვა და ფაქტიურად ამ ქვეყანაში ცხოვრება საფრთხეებთან გახლდათ დაკავშირებული.მამამისი მოღალატედ შერაცხეს კომუნისტებმა.ამ მოვლენემბმა კი მამის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და ვერაფრით შეძლო ჩინელი კომუნისტების წინაშე თავის გამართლება. (ავტორი გენია.ჯი) ამან კი თავის მხრივ,მეტად ურყოფითად იმოქმედა ჟუნზე,რომელსაც საბოლოოდ შეერყა რწმენა მაო ძედუნის და მისი პოლიტიკის მიმართ.ჩინური მთავრობის მიზანს,ახალგაზრდების სოფლად დასაქმება და დასახლება წარმოადგენდა,რამაც ჟუნი სხვა მილიონობით ჩინელ ახალგაზრდასთან ერთად სოფელში გადაასახლა,სადაც მას საცხოვრებელი სახლი და მიწა გამოუყვეს.’კულტურული რევოლუციის” დასრულების შემდგომ,დიდი ფიზიკური ჯაფა დაადგა,რათა უნივერსიტეტში ჩაებარებინა.მალევე მაოც აღესრულა,რამაც ჩინელები “შოკში” ჩააგდო.უნივერსიტეტში ჟუნმა შეისწავლა ინგლისური ენა და დაენიშნა სტიპენდია,რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთში წავიდა საბოლოოდ საცხოვრებლად.
 
P.S. ჩჟან ჟუნის მიერ დაწერილი ისტორიულ-ავტობიოგრაფიული რომანი – “გარეული გედები”,მალევე თარგმნილ იქნა 30 სხვადასხვა ენაზე და სულ მისი 10 მილიონი ეგზემპლარი იქნა გაყიდული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რომანი “გარეული გედები”,დღემდე აკრძალულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.მიუხედავად ამისა,ჩინეთში რთულად,მაგრამ მაინც მოიპოვება რომანის “მეკობრული ვერსიები”. (ავტორი გენია.ჯი)