პანგუ
პანგუ – უძველესი ჩინური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა პირველ ადამიანს დედამიწაზე,ანუ კაცთა მოდგმის უპირველეს წინაპარს.იმავე მითოლოგიის მიხედვით,თავდაპირველად სამყაროში სრული უფორმო ქაოსი სუფევდა.დროთა განმავლობაში სამყაროში გამეფებულ ქაოსში წარმოიშვა კვერცხი,რომლიდანაც მოგვიანებით გაჩნდა – პანგუ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც პანგუმ უზარმაზარი ნაჯახის მეშვეობით ინი გამოჰყო იანისაგან,მისი მღვრიე ნაწილებისაგან შექმნა ინი (მიწა) და იანი (ზეცა).იმისათვის,რომ ინი და იანი ერთმანეთთან არ შეერთებულიყვნენ,პანგუ ყოველდღიურად აშორიშორებდა მათ ერთმანეთისაგან და ამით ძალიან ირთობდა კიდეც თავს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჩინური მითოლოგიის მიხედვით პირველი ადამიანი,ყოვედღიურად ერთი ჯანით იზრდებოდა სიმაღლეში,რაც 3,3 მეტრის სიმაღლის ექვივალენტია.ასეთმა გასაოცარმა ზრდამ კი,იგი უზარმაზარ გოლიათად აქცია.თუმცა ცნობილია,რომ მასთან ერთად სიმაღლეს იმატებდა მიწასა და ცის ერთმანეთთან დაშორიშორების მანძილიც.მას შემდეგ,რაც იგი დარწმუნდა,რომ მიწასა და ცას ერთმანეთთან შეერთების საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი ამ პროცესში ჩარევის აუცილებლობა,იგი გარდაიცვალა.გარდაცვალების შემდგომ,მისმა უზარმაზარმა სხეულმა გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა,რადგან სწორედ მისი სუნთქვა იქცა ქარად,მარჯვენა თვალი მზედ,მარცხენა თვალი მთვარედ,ხოლო ხმა კი – ჭექა-ქუხილად.მისი ხელებისა და ფეხებისაგან ჩამოყალიბდა სამყაროს ოთხი მხარე; სისხლისაგან მდინარეები წარმოიშვა; ვენებისაგან გზები; თმებისაგან ვარსკვლავები; მცენარეები და ხეები; ოფლისაგან – წვიმა და ცვარი; კბილებისაგან – ლითონი (ორო,ვერცხლი და სხვა); ძვლის ტვინისაგან – თანამედროვე ჩინეთის ეროვნულ მინერალად აღიარებული და სიბრძინს ქვად წოდებული – ნეფრიტის ქვა.პანგუს სხეულზე განთავსებული პარაზიტები კი ადამიანებად იქცნენ და გამრავლდნენ.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული მითოლოგია ერთ-ერთ უძველეს ჩინურ მითად არის მიჩნეული,წერილობითი ფორმით,იგი მხოლოდ ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში იქნა დაფიქსირებული. (ავტორი გენია.ჯი)