კიოდანი აბსოლუტური თავისუფლებისა
კიოდანი აბსოლუტური თავისუფლებისა – (ასევე მოიხსენიებენ,როგორც – PL Kyodan) წარმოადგენს სინკრეტიზმის ერთ-ერთ რელიგიურ მიმდინარეობას,რომელიც დაარსებულ იქნა XX საუკუნის დასაწყისში “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში.იგი დაფუძნებულ იქნა ძენ-ბუდიზმის კულტურაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის სულიერი ფუძემდებელი გახლდათ,ეროვნებით იაპონელი ბუდისტური სკოლის სინგონის წევრი და სინტოისტური სექტის “ონტაკე-კიოს” მასწავლებელი – ტოკუმიცუ კანადა (1863-1919 წლები).სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ, 1912 წელს ჩამოაყალიბა და ფორმულირება გაუკეთა თავის სწავლებაში – “ტუკუმიცუ-კიო”,კიოდანის აბსოლუტური თავისუფლების რელიგიურ საფუძვლებს.მოგვიანებით,კერძოდ 1924 წელს ძენის სასულიერო პირებმა – მიკი ტოკუხარუმ და მისმა ვაჟმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია – “ძუძო ტუკუმიცუ-კიო”,რომელიც კიოდანის აბსოლუტური თავისუფლების ფუძემდებელს – ტოკუმიცუ კანადას რელიგიურ ხედვებს სრულად იზიარებდა და ანვითარებდა კიდეც. 1932 წელს,ორგანიზაციას სახელი შეუცვალეს და უწოდეს – “ჰიტო-ნო მიკი კიოდანი”,თუმცა მალევე იაპონური ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაცია დაშლილ იქნა,ხოლო მისი ლიდერები კი დაპატიმრებული. 1947 წელს,ორგანიზაციამ კვლავ განაახლა ფუნქციონირება და მას საბოლოოდ უწოდეს – “ PL Kyodan”.კიოდანის აბსოლუტური თავისუფლების ძირითადი ბაზა იაპონიაშია განთავსებული,თუმცა გააჩნია ფილიალები ევროპის (ძირითადად – საფრანგეთი,პორტუგალია,უნგრეთი),ოკეანიის,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე რიგ სახელმწიფოებში (კანადა,არგენტინა,ბრაზილია,პარაგვაი,პერუ და სხვა).ცენტრალური სათაო ოფისი,უზარმაზარი კომპლექსით განთავსებულია იაპონიის ქალაქ ტონდაბაიასში (ოსაკას აგლომერაცია). 1970 წელს,იქვე აღმართეს 180 მეტრი სიმაღლის მქონე – “მშვიდობის კოშკი”,რომელიც მიძღვნილ იქნა კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ომებისას დაღუპული ადამიანებისადმი.კიოდანი აბსოლუტური თავისუფლებისას არ გააჩნია “წმინდა წიგნები”,თუმცა აქვს 1947 წლის 29 სექტემბერს – ტიკუტიკა მიკის მიერ ფორმურირებული მცნებები,რომელთა ნაწილსაც აქვე გაგაცნობთ:
1. ცხოვრება ხელოვნებაა;
2. ადამიანის მთელი ცხოვრება თვითგამოხატვაა;
3. პიროვნება ღმერთის გამოხატულებაა;
4. ყველაფერი სამყაროში ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაშია;
5. ყველა ადამიანი თანაბარია;
6. ჭეშმარიტად იწამე ღმერთი;
7. ყველაფერი არის სარკე;
8. ყველაზე მთავარი ცხოვრებაში – გააზრებაა;
9. იმოქმედე ინტუიციით;
10. იცხოვრე სრული თავისუფლებით. (ავტორი გენია.ჯი)
PL Kyodan-ის ტაძარი კანადის ქალაქ ოტავაში
“მშვიდობის კოშკი”