“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”…
1. ” – ცხოვრება მიდის ისე,როგორც მას სურს.გვეყოფა საკუთარი თავის მოტყუება და ყველაფერი კარგად იქნება.დღეს მე საბოლოოდ დავრწმუნდი ერთი აზრის ჭეშმარიტებაში: ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეყრდნოთ.ამიტომ შემიძლია თამამად განგიცხადოთ,რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის,რომ შევიცვალოთ საკუთარი ცხოვრების არსი.გარდა ამისა,დარწმუნებული ვარ იმაშიც,რომ ჩვენ ერთად შევაღებთ სრულიად ახალი სამყაროს კარს.
- შენ ამ დილით დალაი-ლამასთან ერთად ხომ არ გისადილია?”
“დეპრესია და მეგობრები”
2. “ამ სამყაროში უამრავი სხვადასხვა აზროვნების მქონე ადამიანი ცხოვრობს. და სწორედ ამიტომ არ მჯერა,რომ ერთი ადამიანის მორალი რაიმეთი აღემატება მეორე ადამიანის მორალს”.
“იპ მანი 2″
3. “მართლაც უცნაური გრძნობაა – გუშინ თქვენთან არ ვიყავი და თქვენზე ვფიქრობდი,დღეს კი თქვენთან ვარ და სხვებზე ვფიქრობ”.
“პატარა ჯარისკაცი” (ავტორი გენია.ჯი)
4. ” – რატომ გადააგდო იმ მამაკაცმა ფანჯრიდან საათი?
- იმიტომ,რომ აინტერესებდა დაენახა,თუ როგორ მიფრინავს დრო”.
“სახე”
5. “სილამაზე არ წყვეტს იმას თუ ვინ შეგვიყვარდება.მხოლოდ სიყვარული წყვეტს იმას,თუ ვის მივიჩნევთ ლამაზად”.
“საშინლად ლამაზი”