უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXIX”
შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი,
არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს,
დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმები
და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.
***
ვიცი,შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი,
სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას,
შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი,
შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.
***
რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა,
რაც ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება,
რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობაბმე მიჰყვა,
დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.
***
შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია,
რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია…