“კლეოპატრას ხალიჩა”
“კლეოპატრას ხალიჩა” – წარმოადგენს ისტორიულ,ლიტერატურულ და ვიზუალურ გამოხატულებას,რომელიც დაკავშირებულია ეპიზოდთან,რა დროსაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ეგვიპტის ლეგენდარული და უკანასკნელი დედოფალი პტოლემეების მაკედონიური დინასტიიდან – კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ.წ.აღ-ით 69-30 წლები) და ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე,რომის დიქტატორი – გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები).დღემდე მოღწეული ისტორიული ცნობების თანახმად,კლეოპატრასა და იულიუს კეისარის საყოველთაოდ ცნობილი სასიყვარულო ისტორიის დასაწყისი გახლავთ ძვ.წ.აღ-ით 42 წელი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წელიწადს შეიჭრა იულიუსი ეგვიპტეში და იმავე წლის ოქტომბერში ეგვიპტოს სამეფო სასახლეც დაიკავა.ამ დროისათვის,ულამაზესი კლეოპატრას ასაკი,მხოლოდ 22 წელიწადი გახლდათ.გარდა აღნიშნული პრობლემისა,დედოფალს ქვეყანაში,საკუთარ ძმასთან წარმოებული სამოქალაქო დაპირისპირებაც აშფოთებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რომაელთა უმაღლეს მთავარსარდალთან მისასვლელი გზები ეძია,რაც მას საბოლოოდ დაამარცხებინებდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ამის გაკეთება არც თუ ისე მარტივი საქმე იყო,რადგან ქალაქი,რომელშიც კლეოპატრა იმყოფებოდა პტოლემეოსების არმიის მიერ განსაკუთრებულად კონტროლდებოდა.გამოსავალი არ ჩანდა,რომ არა კლეოპატრას ერთ-ერთი თავდადებული და ერთგული მოსამსახურე.მან დედოფალს დაპირდა,რომ ქალაქიდან მას ხალიჩაში გახვეულს გაიყვანდა,რის შემდეგაც ნავის საშუალებით იმ სასახლის შიდა პერიმეტრზე შეიყვანდა,სადაც იულიუს კეისარს ჰქონდა ბინა დადებული.მოსამსახურის რჩევა კლეოპატრამ გაითვალისწინა და მათ მართლაც მოახერხეს ქალაქის ზღუდის დატოვება და კეისრის სასახლეში შეღწევა.მას შემდეგ,რაც მოსამსახურემ იულიუსის წინაშე კლეოპატრათი გახვეული ხალიჩა წარადგინა,თავდაპირველად იგი გაოცებამ შეიპყრო,თუმცა მალევე თვალწინ ხალიჩიდან ამოსულმა ნახევრად შიშველმა ულამაზესმა ქალმა – მოაჯადოვა.აღნიშნულმა მოვლენამ,იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა იულიუსსა და სხვა დამსწრე რომაელებზე,რომ იმთავითვე დადებითად განეწყნენ კლეოპატრასადმი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღემდე არსებულ ხალიჩებს შორის,სწორედ კლეოპატრას ხალიჩა მოიხსენიება ყველაზე დიდებულ ხალიჩად და მას – “მსოფლიოს ყველაზე ეროტიულ ხალიჩად” მოიხსენიებენ.როგორც კლეოპატრას პირადი ბიოგრაფიდან ვგებულობთ,”კლეოპატრას ხალიჩის სტრატაგემა” დედოფლისათვის ერთგვარი რუბიკონის გადალახვისა და მისთვის ძალაუფლების,შესაბამისად,ყოველივე დადებითის მიღების სიმბოლოდ იქცა.გარდა ამისა,იგივე ბიოგრაფი აღნიშნავდა იმასაც,რომ ზემოაღნიშნული ეპიზოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ კლეოპატრას მდიდარ ბიოგრაფიაში.უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,მორალისტი და ბიოგრაფი – მესტრიუს პლუტარქეს ცნობის თანახმად,კლეოპატრა ხალიჩაში გახვეული კი არ მიჰგვარეს იულიუსს,არამედ ჩვეულებრივი საწოლის გადასაფარებლიდან დამზადებული ტომრით წარუდგინეს პირველად მას.ცნობილია ისიც,რომ პლუტარქეს გარდა (მხედველობაში არ მიიღება დედოფლის უცნობი ბიოგრაფი),სხვა არც ერთი ცნობილი ისტორიკოსი და ბიოგრაფი არ გადმოგვცემს კლეოპატრას და იულიუსის პირველი შეხვედრის და გაცნობის დეტალებს.ერთადერთი მცირე ინფორმაცია,ამის შესახებ მოწოდებული აქვს უდიდეს ძველ რომაელ პოეტს – მარკუს ანეუს ლუკიანეს,რომელიც აღწერდა ყოველივეს ისევე,როგორც პლუტარქე.თუმცა არ აკონკრეტებდა იმას,კლეოპატრა მართლაც ხალიჩაში გახვეული მიუყვანეს პირველად იულიუსს თუ ტომარაში ჩასმული.საუკუნეების შემდგომ,მრავალმა მწერალმა,პოეტმა და კინორეჟისორმა გამოიყენა “კლეოპატრას ხალიჩის” ეპიზოდი თავიანთ ქმნილებებში.მათ შორის იყო გენიალური ბრიტანელი მწერალი – ჯორჯ ბერნარდ შოუ,რომლის კალამსაც ეკუთვნის შესანიშნავი ნაწარმოები – “კლეოპატრა და იულიუს კეისარი”. (ავტორი გენია.ჯი)