“დამაკვირდი”

1. “ცხოვრების ულამაზეს,ამაღლებულ წუთებს დანახვა და შეგრძნება უნდა.მთელი არსით უნდა ეზიაროს მას ადამიანი.ლამაზი წუთების განცდის უნარი იგივ ნიჭია,ადამიანურობის მაუწყებელი უმთავრეს ნიშანთაგანია”.

2. “კაცს გაუზრდელობასა და უზნეობას უფრო ადვილად აპატიებენ,ვიდრე რაღაც უბადრუკი,მოდური ეტიკეტის დარღვევას”. – სერ უოლტერ სკოტი (ავტორი გენია.ჯი)

3. “სიამაყე ადვილად გადადის სიმკაცრეში”. – ლევ ტოლსტოი

4. “ცოდნათა შეძენა კიდევ არაა ადამიანისთვის საკმარისი; საჭიროა ცოდნის სარგებლით გაცემის ცოდნაც”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

5. “ადვილია ბრძენობა მათთვის,ვინც სხვისი უბედურებით დაჭკვიანდა”. – მაკციუსი

5. “ჭეშმარიტებისადმი პატივისცემა სიბრძნის დასაწყისია”. – ალექსანდრე გერცენი

6. “საწინააღმდეგო საწინააღმდეგოთი განიკურნება”. – ჰიპოკრატე

7. “თავისუფალია ადამიანი,ვინც სულ ცოტა ის მაინც შეიგნო,რომ თავისუფალი არ არის”. – “გაბრიელ ლაუბი

8. “რაც უნდა მოსაბეზრებელი იყოს ხელმოკლე კაცზე ზრუნვა,მაინც გული გვწყდება,როცა მათ ბედი გაუღიმებს და ჩვენი მოვლა-პატრონობა აღარ სჭირდებათ”. – დევიდ ჰიუმი

9. “მატყუარას სასჯელი იმაში კი არ მდგომარეობს,რომ მას არავინ ენდობა,არამედ იმაში,რომ ის არავის ენდობა”. – ჯორჯ ბერნარდ შოუ (ავტორი გენია.ჯი)

10. “ყველაზე დიდი უსამართლობა მოჩვენებითი სამართლიანობაა”. – პლატონი