ვირტუალური სახელმწიფო – “სამეფო რედონდა”
“სამეფო რედონდა” - ინგლისურ ენაზე ”Kingdom of Redonda”,წარმოადგენს მცირე ზომის უკაცრიელ კლდოვან კუნძულს კარიბის ზღვაში,მცირე ანტილიის კუნძულებთან ახლოს.კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 2 კილომეტრია,ხოლო სიგანე 500 მეტრი.კუნძულის უმაღლესი ადგილი ზღვის დონიდან 297 მეტრია.იგი აღმოჩენილ იქნა,დიდი ესპანელი მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1493 წელს.სახელწოდება,თავად კოლუმბმა შეურჩია,რაც თარგმანით “მრგვალს” აღნიშნავს.1967 წლიდან კუნძული ანტიგუა და ბარბუდას შემადგენლობაში შედის.მასზე მოიპოვება ფოსფატი და დღესდღეობით კუნძულზე მხოლოდ და მხოლოდ ზღვის ფრინველები ბინადრობენ.
1865 წლის 2 ივნისს,ირლანდიელმა ვაჭარმა მეტიუ დაუდი შილმა,რომელიც მონსერატის კუნძულზე ცხოვრობდა (რედონდას კუნძულის ახლოს),დააარსა “ვირტუალური სამეფო”,კონსტიტუციური მონარქიის ფორმით.შექმნა მისი “ეროვნული” დროშა და გერბი.1865 წლის 21 ივლისს,მეტიუ დაუდ შილმა რედონდას კუნძულზე აღნიშნა ვაჟის დაბადების დღე და თავი კუნძულის მეფედ გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) ბრიტანეთის იმპერიამ კუნძულის ანექსირება 1872 წელს შეძლო.მიუხედავად ამისა,მეტიუმ რედონდას სამეფოს მმართველად თავისი ვაჟი მეტიუ ფიპს შილი გამოაცხადა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მეტიუ ფიპს შილი წარმოადგენდა ცნობილ ბრიტანელ მწერალს,რომელმაც მთელი ლეგენდა გამოიგონა და დაწერა “რედონდას სამეფოს” შესახებ 1929 წელს.ლიტერატურულმა აგენტმა ჯონ გოუსვორტმა,მეტიუს დაწერილი ისტორია,თავდაპირველად სრულიად სერიოზულად მიიღო და გამოაქვეყნა კიდეც იგი.მეტიუს გარდაცვალების შემდგომ,თავის “მემკვიდრედ”,სწორედ თავისი ლიტერატურული აგენტი გოუსვორტი იქცა და მანაც მთელი ენთუზიაზმით დაიწყო თამაში “რედონდას მეფისა”.სახელად “რედონდას მეფემ” – ხუან I დაირქვა.გამოჩენილმა ესპანელმა მწერალმა და რედონდას სამეფოს შემდგომმა მეფემ – ხავიერ მარიასმა,რედონდას სამეფოს გამოგონილი ისტორია,თავის მიერ დაწერილ ნაწარმოებში “დროის შავი ზურგი” აღწერა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “რედონდას სამეფოს” გააჩნია თავისი ოფიციალური ვებ-გვერდი.2007 წელს “რედონდას სამეფოს” ირგვლივ ინგლისში სკანდალიც აგორდა,რადგან საუთჰემპტონის ბარის “Wellington Arm Pub”-ის მფლობელმა,სახელმწიფო მოხელეებს,რომელთაც საყვედური გამოთქვეს იმის გამო,რომ ბარში არ იყო აკრძალული თამბაქოს მოწევა,ბარის მეპატრონემ მათ განუცხადა,რომ აღნიშნული დაწესებულება არ ექვემდებარებოდა ბრიტანულ კანონებს,რადგან ბარი წარმოადგენდა “რედონდას სამეფოს” საკონსულოს.ამ ფაქტმა იმ პერიოდისათვის,საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და კიდევ უფრო ფართოდ განივრცო ხალხში “ვირტუალური სახელმწიფოს” – “რედონდას სამეფო”-ს სახელი.
“რედონდას სამეფოს” – გერბი: